მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ლამაზ თარიღებს მრავალფეროვან ღონისძიებებს მუდამ ხალისით უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეების ინიციატივით დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება სახელწოდებით - „შენ ერთს“ ჩატარდა.
კლასის ხელმძღვანელის, თეა დამენიას ხელშეწყობით ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები ერთმანეთს ლექსების მხატვრულად კითხვაში, დედისადმი მიძღვნილი გამორჩეული გამონათვამების გააზრებასა და გამოთქმაში ეჯიბრებოდნენ. პატარა მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ „დედა, როგორც უკვდავების წყარო“ ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეების ინიციატივითვე დამსწრე პედაგოგებს მადლობის ნიშნად სიმბოლური საჩუქარი - ია დაურიგეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც