მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადი განათლების რეფორმა დღემდე რჩება საგანმანათლებლო საზოგადოების განხილვის საგნად. ზოგს მოსწონს, ზოგს - ნაკლებად, თუმცა ასეა თუ ისე, ფაქტია, სიახლეები ყველა სფეროში საჭიროა და ისიც უდავოა, რომ სწორედ რეფორმის დახმარებით, სკოლები შეძლებენ, უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს. ზოგადი განათლების რეფორმას სფეროს ექსპერტები აფასებენ:
შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ ახალი მიდგომების დანერგვაა წარმატების საფუძველი:
„ვცხოვრობთ დინამიურ საზოგადოებაში, რომელიც მუდმივი ცვლილებების პროცესშია და განათლებამაც უნდა აუწყოს ფეხი ამ ცვლილებებს; ძიებაზე დაფუძნებული ახალი მიდგომების დანერგვა არის წარმატების საფუძველი და მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით რეფორმა გაგრძელდეს“.
ნათია ანდღულაძე: „სწორი მიმართულება არის მასწავლებლის მიერ სკოლის, როგორც ორგანიზაციის მხარდაჭერა; განათლების რეფორმა მოიაზრებს, არა ინდივიდუალურად, მასწავლებლებისთვის მოწყვეტილ თემატიკაზე ტრენინგების ჩატარებას, არამედ სკოლის მიმდინარე უშუალო ამოცანათა მკაფიო მხარდაჭერას. ნაცვლად იმისა, შევაფასოთ კონკრეტული მასწავლებელი, ვაფასებთ სკოლას, სწავლა-სწავლების პროცესის შედეგებითა და იმ გარემოთი, რომელსაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ქმნის. ნაცვლად იმისა, მასწავლებელმა იზრუნოს გამოცდებისა და კრედიტების დაგროვებაზე, ის იზრუნებს სკოლის განვითარებაზე“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა