მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ალმატიში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პირადად მიულოცა.
„მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ გამარჯვება და წარმატებები გისურვოთ. საერთაშორისო ასპარეზზე ასახელო საკუთარი სამშობლო – ეს მართლაც განსაკუთრებული მიღწევაა. დარწმუნებული ვარ, თქვენი შესაძლებლობებით, გამორჩეული შემართებითა და მონდომებით წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გელით. თქვენ ხართ საქართველოს მომავალი და თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარია.
მსურს, მოსწავლეების გამარჯვების საქმეში განსაკუთრებით გამოვყო მასწავლებლების უაღრესად მნიშვნელოვანი როლი, წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს და მადლობა გადაგიხადოთ ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, უდიდესი შრომისთვის, პასუხისმგებლობისთვისა და პროფესიონალიზმისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა