მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
V კლასის მეორე სემესტრის, ასევე VI კლასისა და საბაზო-საშუალო საფეხურებისთვის თითოეულ საგანში სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა ეროვნული სასწავლო გეგმითაა განსაზღვრული.
შემაჯამებელი დავალება თემების მიხედვით განისაზღვრება და შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას წარმოადგენს, რომლის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილი არაა შემაჯამებელ წერაზე წარმოდგენილი იყოს ტესტური, მარტივი დავალებები.
შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება. მაგალითად, ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.
ამ ტიპის დავალებებისთვის კი აუცილებელია, რომ პედაგოგს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები ჰქონდეს შემუშავებული. შეფასების კრიტერიუმები მოსწავლის მრავალმხრივი შეფასებისთვისაა საჭირო და ბავშვმა დავალების შესრულებამდე უნდა იცოდეს, რის მიხედვით მოხდება მისი შეფასება.
როგორ უნდა შეფასდეს შემაჯამებელი დავალებები კლასების მიხედვით?
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში კი შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა