სიახლეები
საინტერესო

8 მარტი და ცნობილი ქართველები
08-03-2018
-
+


ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, რომელიც 1910 წლიდან იღებს სათავეს და ქალთა უფლებების დაცვას უკავშირდება, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ. არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. ამ დღეს ქალთა უმრავლესობა განსაკუთრებულად ელის. იღებენ საჩუქრებს, მილოცვებს...

8 მარტის მოკლე ისტორია ასეთია: 1857 წლის გაზაფხულზე 8 მარტს ნიუ-იორკში მუშა ქალები გაიფიცნენ აუტანელი სამუშაო პირობებისა და ძალზე მწირი ხელფასის გამო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია.ორი წლის შემდეგ, ამ ქალებმა პირველი პროფკავშირი დააარსეს. მომდევნო წლებში საპროტესტო ტალღა უფრო მასშტაბური გახდა. 1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ქალთა საერთაშორისო დღედ  8 მარტი გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა. 1917 წლიდან ქალთა სოლიდარობის განცდამ რუსეთშიც იფეთქა და იქაც დაიწყეს ამ დღეს დემონსტრანტმა ქალებმა ქუჩაში გამოსვლა სწორედ სოლიდარობის მიზნით. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლადი წოდება, სსრკ-ში 8 მარტი ქალთა დღესასწაულად გამოაცხადეს და უქმე დღედ დააწესეს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ 8 მარტი თითქოს მიივიწყეს, მაგრამ მოგვიანებით ისევ ქალთა დღესასწაულად იქცა. იმის მიუხედავად, რომ ამ დღეს კომუნისტებთან ბევრი არაფერი კავშირი აქვს, ბევრი ქართველისთვის ეს კომუნისტური დღესასწაულია. 

8 მარტს ყველა თავისებურად აღიქვამს და მასთან დაკავშირებული ემოციებიც სხვადასხვაგვარია.  ცნობილი ქართველები 8 მარტთან დაკავშირებული ემოციების შესახებ გვესაუბრნენ. 

გუგული მაღრაძე - პარლამენტის წევრი: 
გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო მცდელობა,რომ 8 მარტი ჩაენაცვლებინათ 3 მარტით, დედის დღით, მაგრამ კარგია, რომ საბოლოოდ დაგვრჩა ორი დღესასწაული - დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. 8 მარტს მაინც სხვა დატვირთვა აქვს. ეს არ არის საბჭოთა დღესასწაული, ქალთა საერთაშორისო დღეა და ქალებს ბევრი რამ აქვთ მისაღწევი რეალური თანასწორობისთვის. ამიტომ, ამ დღეს და საერთოდ, ამ კვირაში ჩვენთან ტარდება ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი ბევრი ღონისძიება. ქალთა უფლებები, თანასწორობა, გენდერული საკითხები აქტუალურდება ადამიანების ცნობიერებაში. საკმაოდ შორს ვართ რეალური თანასწორობისგან, მაგრამ საკმაოდ წინ ვართ იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. ქალთა პრობლემები სერიოზულ თემად აღიქმება და ეს კარგია.

- 8 მარტი საჩუქრებთანაა დაკავშირებული...

- დიახ და ბავშვობაში ეს იყო დღე, როცა დედას მივართმევდით ხოლმე რაიმე საჩუქარს. ერთხელ,  8 მარტს, ჩემმა ძმამ უყიდა დედაჩემს უცხოური ე.წ. ბონბონერკა, რომელსაც დააწერა, დედიკო, გილოცავ  8 მარტსო და მიაწერა თავისი სახელი - კუკური. მე არაფერი მქონდა დედასთვის ნაყიდი და ეს რომ ვნახე, მეც მივაწერე - „და გუგული“. ამაზე ატყდა დიდი ამბავი, ჩემი ძმა ძალიან გაბრაზდა და დედაჩემმა თქვა, არც თქვენი საჩუქარი მინდა და არც არაფერიო. ამ ჩხუბში ლამის დავგლიჯეთ შოკოლადების ყუთი. დედაჩემი კარგა ხანს ინახავდა ამ ყუთის ყდას, სადაც ეწერა - „დედიკო გილოცავ 8 მარტს. კუკური და გუგული“. 

განსაკუთრებით მახსოვს მეორე კლასში რომ ვიყავი, ბიჭებმა აკრიფეს ფული და ყველა გოგოს გვიყიდეს ენძელები. 

- ახლა ვისგან ელოდებით საჩუქარს?

- შვილისგან, სიძისგან, ძმისგან... ხანდახან კოლეგებიც ვულოცავთ ხოლმე ერთმანეთს საჩუქრებით. ყველა მათგანს დიდ მადლობას ვუხდი.

ნანუკა ჟორჟოლიანი - ტელეწამყვანი:
8 მარტის დიდად მოყვარული არ ვარ. მგონია, ქალებს რაღაც დღეები არ გვჭირდება, რომ კაცებს გავახსენდეთ, თუმცა არიან კაცები, რომლებსაც არასდროს ახსოვთ, რომ ქალი უნდა გაანებივრონ და ხანდახან ყვავილების თაიგული მაინც აჩუქონ. ასეთი კაცებისთვის ალბათ კარგია 3 და 8 მარტი რომ არსებობს, რადგან ამ დღეებში მაინც გაახსენდებათ ეს ამბავი, მაგრამ, მაინც მგონია, რომ კაცებს ასეთი თარიღები არ უნდა სჭირდებოდეთ. ჩემთვის ქალის სიმბოლოები სხვა მრავალ რამეში გამოიხატება და 8 მარტში - ყველაზე ნაკლებად. 

- საჩუქრებს ალბათ მაინც იღებთ ამ დღეს.

- კი, ყვავილებს მჩუქნიან და ყველას ვეუბნები, რომ ყვავილები არ მიყვარს,  თუ მინდვრის არ არის. შესაბამისად, ეს დღე განსაკუთრებულად არ მახსოვს. დედის დღეს უფრო ვიღებდი ირაკლისგან დასამახსოვრებელ საჩუქრებს, 8 მარტს - არა.

ეკა კვალიაშვილი - მომღერალი:  კარგია, რომ 8 მარტი ქალების დღედ არის დადგენილი, მაგრამ ძვირფასო მამაკაცებო, ყოველი დღე რომ ქალების იყოს, არ შეიძლება?! 8 მარტი ჩემთვის უფრო კონცერტებთან ასოცირდება, რადგან ამ დღეს მუდამ კონცერტი მქონდა. 

- განსაკუთრებული საჩუქარი არ მიგიღიათ ამ დღეს?

- ალბათ არა, თორემ დამამახსოვრდებოდა. 8 მარტი რად უნდა სიყვარულით, გულით მორთმეულ საჩუქარს?! მე ყოველთვის განებივრებული ვიყავი თაყვანისმცემლებით და საჩუქრებს მუდმივად ვიღებდი. ღმერთმა მისცეთ მამაკაცებს იმდენი, რომ ქალები მუდმივად გაახარონ.

ნინო ნადირაძე-კუზანოვი - ექიმი და ტელეწამყვანი: 8 მარტს ვერანაირ დღესასწაულად ვერ აღვიქვამ და არც არაფერთან ასოცირდება. ჩემთვის ეს ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა და მეტი არაფერი. საერთოდ, დღესასწაულების მიმართ გულგრილი ვარ. 

- საჩუქრებს მაინც იღებთ ალბათ ამ დღეს.

- დიახ, მაგრამ საჩუქარი სხვა დღესაც შეიძლება მიიღო, 8 მარტი არაფერ შუაშია.


დიმიტრი ტატიშვილი - მსახიობი: 8 მარტი ჩემთვის როზა ლუქსემბურგთან, კლარა ცეტკინთან და საბჭოთა კავშირთან ასოცირდება. არასოდეს მიყვარდა ეს დღესასწაული და არც ახლა მიყვარს.

- შესაბამისად, თქვენს მეუღლეს და ქალიშვილებს ამ დღეს საუქრებს არ ჩუქნით?

- არა. 7 ან 9 მარტს ვაჩუქებ. 

- 1910 წლიდან რომ იღებს სათავეს და ქალთა უფლებებსა და სოლიდარობაზეა ეს დღესასწაული?

- კი, მაგრამ რაღაც წყვეტა იყო და მერე აღადგინეს. მაინც კლარა ცეტკინთან და როზა ლუქსემბურგთან ასოცირდება ჩემთვის. არ ვარ წინააღმდეგი, რომ ქალთა უფლებები იყოს დაცული. ქართული ტრადიციის მიხედვით, კაცმა მანდილოსანს პატივი უნდა სცეს და ეს ერთ-ერთი კარგი ტრადიციაა. სამწუხაროდ, რეალობა სხვაა, მაგრამ ასე იყო. 

ზაქარია ქუცნაშვილი - პარლამენტის წევრი: 8 მარტი ჩემთვის ქალბატონებისადმი განსაკუთრებული ყურადღების დღეა. თუმცა მივიჩნევ, რომ ქალბატონებს პატივისცემის გამოხატვა წელიწადის ყველა დღეს ეკუთვნით მამაკაცებისგან. ფაქტია, რომ ეს დღე დამკვიდრებულია, როგორც ქალბატონებისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვის დღედ და, აქედან გამომდინარე, ლამაზ დღეს ვუწყობთ ხოლმე მათ. 8 მარტი სიყვარულისა და ყურადღების გამოხატვის ერთი ლამაზი დღეა.

- ვინ იღებს ხოლმე ამ დღეს თქვენგან განსაკუთრებულ საჩუქარს?

- ჩემი ქალბატონები. სამი ქალბატონი მყავს - დედა, მეუღლე და ქალიშვილი. 

- ყვავილებს ჩუქნით?

- გააჩნია. ახალი თაობა უფრო მომთხოვნია და უფროსი თაობა - უფრო მოკრძალებული. ხშირ შემთხვევაში, ახალი თაობა თავად ირჩევს საჩუქარს.

- შეიძლება ფულიც აჩუქოთ?

- გააჩნია, რას ითხოვენ. ახალი თაობის სწორედ ეს სითამამე და გაბედულობა მომწონს. თუ გინდა, ადამიანი დაასაჩუქრო, მას უნდა მისცე უფლება, თავად აარჩიოს საჩუქარი. ეს თავისუფლებაა, რაც მოსაწონი ამბავია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

მთავრობამ უქმედ გამოაცხადა 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

სიახლეები
საზოგადოება