მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N31 საჯარო სკოლის IXა და IXბ კლასის მოსწავლეები მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორიო დღის აღნიშნვას შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, შეადარეს რა შედეგი მოსდევს ცხოვრების ჯანსაღ და არაჯანსაღ წესს.
სადამრიგებლო რგოლის გაძლიერების მიზნით, დამრიგებლებმა - რუსუდან ფარცხალაძემ და ხათუნა ვასაძემ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მდგრადი განვითარების მიზნის შესაბამისი აქტივობები დაგეგმეს.
შედეგად, შემდეგი აქტივობები განხორციელდა: საინფორმაციო კუთხე „ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია“ მოეწყო; გაიმართა სპორტული შეჯიბრი; სასკოლო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესი” ფარგლებში, მე-9ბ კლასი (დამრიგებელი: ხათუნა ვასაძე) ბოულინგის ცენტრს ეწვია; მოსწავლეებმა თემატურ მხატვრულ ფილმს „კალათბურთელის დღიურებს“ უყურეს; მეწყო თემატური ვიდეორესურსების პრეზენტაცია, მსჯელობა და დისკუსია.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პრომლემების თავიდან ასარიდებლად. სწორად ორგანიზებული საგანამანათლებლო მუშაობა ბავშვებთან უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხოვრების წესის კულტურის ჩამოყალიბებას. სწორი ინფორმირება და ჯანსაღი მიდგომები დაეხმარება მათ სამომავლოდ გააკეთონ სწორი არჩევანი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც