სიახლეები
სკოლები

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პოსტერები შექმნეს
04-04-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის მოსწავლეებმა, უფროსი სპეციალური მასწავლებლის, ლალი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს მეტად საინტერესო და ამავდროულად, შემეცნებითი აქტივობა მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა რესურსოთახში პედაგოგის ხელმძღვანელობით სსსმ და შშშმ მოსწავლეების მხარდასაჭერად პოსტერები დაამზადეს.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი მოსწავლეებს მუდამ სთავაზობს სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომლებშიც ბავშვები ყოველთვის დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ერთვებიან.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ინგლისური ენის ტესტის სწორი პასუხები ცნობილია - გაეცანით ტესტს

გაეცანით უცხოური ენის შედეგებს, შეფასების სქემასა და სწორ პასუხებს 

როდის დაიწყება მასწავლებელთა გამოცდის შედგების გამოქვეყნება - NAEC პასუხობს

გაფრთხილება აბიტურიენტებს! - ატესტატის წარსადგენის ბოლო ვადა 20 აგვისტოა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი

„მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროგრამა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებების საბაბი გახდა ანანოსათვის

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება