კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლე ელენე შალამბერიძე საერთაშორისო ბრენდის ამბასადორად შეირჩა
05-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ ეკოკლუბი სხვადასხვა სახის საინტერესო და ინფორმაციულ შეხვედრებს ხშირად ახორციელებს. ამჯერადაც, კლუბის წევრების ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მე-6 კლასის მოსწავლე ელენე შალამბერიძე მიიწვიეს.
ელენე შალამბერიძე გარემოს დაცვის კუთხით არაერთ ღონისძიებაშია აქტიურად ჩართული. 3 მარტი მისთვის კიდევ ერთ წარმატების დღედ გადაიქცა, რადგან იგი 21stdigiskillz-ის გლობალური ბრენდის ამბასადორად (GBA) შეარჩიეს.
21-ე DIGI Skillz-ის კომისიამ მოსწავლეს მიანიჭა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გლობალური ბრენდის Ambassador-ის წოდება, გამორჩეული გარემოსდაცვით ღონისძიებებისათვის ჯილდო 2022, მადლობისა და მონაწილეობის სერთიფიკატი, გლობალური საზოგადოების წევრობის სერთიფიკატი. მას მადლობის წერილით მიმართეს სადაც ნათქვამია: „გმადლობთ, რომ გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და მაქსიმალური წვლილი შეგაქვთ ჩვენი მისიის, UNSDG-ების, განსაკუთრებით SDG4-ის ხელშეწყობაში. გაიცანით ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა ბრენდის ელჩი ელენე შალამბერიძე 12 წლის საქართველოდან. მან მდგრადი განვითარების N13 მიზნის შესრულებისათვის კამპანია დაიწყო, განახორციელა პროექტი თავის რეგიონში დაბინძურების შესახებ. სურს ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას, მისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების N14 მიზანი!".
სკოლის წარმატებული მოსწავლე თანატოლებს და ეკოკლუბელებს თავისი საქმიანობის შესახებ ამომწურავად ესაუბრა; ასევე, უპასუხა მათ შეკითხვებს და სკოლაში მოქმედ ეკოკლუბთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
სკოლა ელენეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წარმატებებს უსურვებს.