მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N208 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გასვლითი საგანმანათლებლო აქტივობა მოაწყვეს.
სასკოლო პროექტის ფარგლებში, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი თბილისი, სადაც განსხვავებული ეთნოსი, კულტურა და რელიგია იყრის თავს, სადაც ოდითგან თანაცხოვრობენ ქართველები, ქურთები, აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები, ბერძნები.
მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი აბანოთუბანი, საიდანაც ტფილისის დაარსების ისტორია იწყება, მართლმადიდებლური, გრიგორიანული, კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთი და სინაგოგა.
ისტორიის მასწავლებლებმა - ნანა გოგსაძემ და ვახტანგ თვალაძემ ისაუბრეს თბილისზე, როგორც გამორჩეულ ტოლერანტულ ქალაქზე.
მოსწავლეები შთაბეჭდილებებს სასკოლო საზოგადოებას გაუზიარებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი გაგრძელდება მეორე სემესტრშიც