მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
7 აპრილს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ონლაინ ღია კარის დღეს ელექტრონულ ფორმატში ამჯერად მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამართავს.
იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული.
შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველები ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის პროცედურებთან და ტესტების შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით.
დაინტერესებულ პირებს 7 აპრილს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები შემდეგ საგამოცდო საგნებთან დაკავშირებით: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის; ისტორია; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სამოქალაქო განათლება; მუსიკა; გეოგრაფია.
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ღია კარის დღეები სხვა საგნებთან დაკავშირებით ეტაპობრივად გაიმართება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა