მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ფოფხაძე ევროპული განათლების პროგრამა „ნაუტილუსის“ საგნობრივი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
მოსწავლეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე სმარტფონი გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიალი „ნაუტილუსმა“ 27 მარტს ჩაატარა.
„ცერემონიალი ბატონ დავით ლიკლიკაძეს მიჰყავდა. სიტყვით გამოვიდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა. მიულოცა გამარჯვებულ მოსწავლეებს და უსურვა შემდგომი წარმატებები. ამის შემდეგ დაიწყო გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი. ერთ-ერთი გამარჯვებული პირველი ადგილის მფლობელი გახლდათ ჩვენი სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ფოფხაძე, რომელმაც გეოგრაფიის ტურში გაიმარჯვა. იგი დაჯილდოვდა „აიფონ 12“-ით, ხოლო საგნის მასწავლებელს, მაყვალა ვარდოსანიძეს, გადაეცა 500 ლარიანი ვაუჩერი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიების დასასრულს კი უნივერსიტეტის ეზოში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა უკრაინის დროშის ფერებში, სოლიდარობის მიზნით, უამრავი საჰაერო ბუშტი გაუშვეს.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს