მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის პირველი ხორგის საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სოციალური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით აღმზრდელ-პედაგოგები პატარებს სასწავლო დანიშნულების თამაშებში ხშირად რთავენ.
ამჯერად, ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელმა, მაია ჭანტურიამ ბავშვებს წარმოსახვითი როლური თამაში -„წიგნის მაღაზია“ შესთავაზა. განმავითარებელი თამაშისთვის მოეწყო სათანადო სივრცე - „წიგნის მაღაზია“.
აღსაზრდელებმა თაროებზე დაალაგეს წიგნები და სპეციალური სასაჩუქრე ჩანთები. ბავშვებს ყველაზე მეტად გამყიდველის როლი მოეწონათ, განსაკუთრებით კი სალარო აპარატთან მუშაობის პროცესი.
აღმზრდელ-მასწავლებელმა ისინი წაახალისა და ყველას მისცა შესაძლებლობა მოერგოთ ეს როლი.
„ამგვარი თამაშები ხელს უწყობს ბავშვებში რაოდენობრივი წარმოდგენების, ნატიფი მოტორიკის, სააზროვნო და სხვა უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ ბაღში.
როლური თამაში ბავშვებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.