ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღნიშნეს
06-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღნიშნეს.
„31 მარტს, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება.1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 98-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“
31 მარტი, ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც არის. რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს ეპიზოდები პირველი პრეზიდენტის ცხოვრებიდან. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო კადრები არქივიდან, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.