სიახლეები
სიახლეები

„სკოლა მხოლოდ განათლების მიმცემი დაწესებულება არ არის“ - დირექტორები მოსწავლის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაზე
06-04-2022
-
+


ბავშვის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში, ოჯახთან ერთად სკოლა უდიდეს როლს ასრულებს. მოსწავლე სკოლაში ყალიბდება ისეთ ადამიანად, რომლის შეცვლაც შემდეგ უკვე საკმაოდ რთულია - იგი მცირე ასაკში აღიჭურვება იმ უნარ-ჩვევებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და პიროვნული ღირსებებით, რაც მის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, საინტერესოა რა უნდა გააკეთოს სკოლამ და პედაგოგებმა იმისათვის, რომ ბავშვი ღირსეულ მოქალაქედ აღიზარდოს.

Etaloni.ge ამ მეტად მნიშვნელოვანი კითხვით თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რათა მათი აზრი გაეგო.

მიხეილ ჩიქოვანი, თბილისის N92 საჯარო სკოლის დირექტორი:

ეს საკმაოდ რთული საკითხია. პირველ რიგში ვთქვათ, რომ სკოლა მხოლოდ განათლების მიმცემი დაწესებულება არ არის, მას სხვა დატვირთვა ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება. სკოლა ზოგადად, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ემსახურება, რომელიც ბავშვის მომავლისთვის აუცილებელია, რათა გაიზარდოს კონკურენტუნარიანი, შეძლოს თავის დამკვიდრება, აკეთოს თავისი საქმე და ა.შ. ხოლო, რაც შეეხება სკოლამ რა უნდა უნდა გააკეთოს, რომ ეს ძირითადი მიზანი შეასრულოს ძირითადად პედაგოგებისგან ახლებური მიდგომებია საჭირო. მნიშვნელოვანია მასწავლებელმა მოახერხოს აღქმა, რომ ერთი და იგივე მიდგომებით, საუბრით და თუნდაც მიმართვებით განსაკუთრებული შედეგების მიღება ძნელი იქნება. ახლა სხვა მოთხოვნებია, ადრე სხვა იყო. პედაგოგმა ბავშვის საჭიროებები უნდა აღიქვას, აკეთოს თავის საქმე, რომ სიახლეები მიიტანოს. ამისთვის კი უკვე ბევრი რამ კეთდება ვთქვათ მასწავლებლების გადამზადება, ტრენინგები და გამოცდები. ასევე, აუცილებელია თანამედროვე სასკოლო გარემოც. დაფა და პედაგოგები ცარცით შესაძლოა შეუცვლელია, მაგრამ 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის უკვე არასაკმარისია. ესეც ნელ-ნელა ვითარდება, ჩვენი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ კომპიუტერებით და პროექტორებით აღჭურვილები ვართ, ვვითარდებით. ეს პროცესი შეუქცევადი უნდა იყოს. და ბოლოს, მშობელთა ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მარინე ჯარმელიშვილი, თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი:

იმისთვის, რათა ბავშვი ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბდეს ვფიქრობ, პირადი მაგალითებია საჭირო. ასევე, სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება და ერთობლივად პედაგოგმა, სკოლამ საგნის სწავლებასთან ერთად სააღმზრდელო სეგმენტს მეტი ყურადღება დაუთმოს.

ნანა ქაჯაია, თბილისის N86 საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმაჩნია, რომ ჯერ თავად უნდა იყვნენ მაგალითები და ღირსეული პიროვნებები. აღმზრდელობითი კუთხით სკოლაში ბავშვი ყველა იმ თვისებით უნდა იყოს შემკული, რაც საზოგადოებაშია მიღებული. მოსწავლე უნდა იყოს კეთილშობილი, ტოლერანტი, პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული და ასევე, უნდა იცოდეს ადამიანების სიყვარული. პედაგოგს რაც შეეხება მან თავის საქმესთან ერთად, რაც კვალიფიციურობასა და კონკრეტული საგნის სწავლებას გულისხმობს, ასევე, მოსწავლეში ადამიანური თვისებების ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნოს. თავად უნდა გახდეს მაგალითი და ამ ყველაფრის მატარებელი.

სუსანა შოშიაშვილი, თბილისის N96 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, სწავლასთან ერთად სკოლის მიზანია, ბავშვი პირველ რიგში წესიერ მოქალაქედ გაიზარდოს და შემდეგ უკვე: ფიზიკა, ქიმია და მათემატიკაა. ვთვლი, რომ ბავშვმა სკოლის კედლებში უნდა ნახოს სამაგალითო ქცევა პედაგოგისგან, დარაჯისგან, დირექტორისგან და თუნდაც მანდატურისგან. შემდეგ, უკვე რა თქმა უნდა საგნების სწავლაა მნიშვნელოვანი. ჩვენ, არაქართულენოვანი სკოლა გვაქვს და მაგალითად: სახელმწიფო ენის, სამოქალაქოს, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილები უნდა იყოს განმსჭვალული პატრიოტიზმითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ელემენტებით.

შორენა ღუდუშაური, თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექტორი:

იმისთვის, რომ ბავშვი ღირსეულ მოქალაქედ აღიზარდოს, ამისთვის ძალიან ბევრი რამ არის საჭირო. თავდაპირველად, ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა არის  სითბო და სიყვარული. სწავლა-განათლებას რაც შეეხება, მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ ყველაფერი სწორად. ასევე, საჭიროა მშობლებთან მუდმივი კომუნიკაცია, რათა თითოეული ბავშვის შინაგანი სამყარო გავიგოთ და სწორი მიდგომები შევიმუშაოთ. განათლებას რაც შეეხება ჩვენი, სკოლისა და პედაგოგების ვალდებულებაა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება