მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოთარ ჩხეიძის სახელობის, გორის მუნიციპალიტეტის, ყელქცეულის საჯარო სკოლა, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. პედაგოგები თავს არ ზოგავენ, რათა მათმა უსაყვარლესმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და მიუხედავად იმისა, პანდემიამ საგანმანათლებლო სფერო არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, ყელქცეულის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობამ, პედკოლექტივთან ერთად, ღირსეულად დაძლია ყველა გამოწვევა.
დღეს ყელქცეულის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ადგილობრივი მოსწავლეები არა მხოლოდ ფორმალურ განათლებას იღებენ, არამედ აქტიურად არიან ჩართულები არაფორმალური განათლების პროექტებშიც.
„კინგსის“ კონკურსის პირველ ტურში, ყელქცეულის ორმა მოსწავლემ - მე-7 და მე-9 კლასელებმა - ანი სამხარაძემ და მედეა ხითარიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. ეს ბავშვებისთვის იყო დიდი გამოცდილება და კიდევ ერთი ნაბიჯი განათლებისკენ სავალ გზაზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც