მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების ნაწილმა პრეტესტი უკვე დაწერა. იყო თუ არა რთული საკითხები და კითხვებზე გასცეს პასუხი? - Etaloni.ge შეეცადა, თავად პედაგოგებთან გაერკვია ყველაფერი.
უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკანტები პრეტესტს საკმაოდ რთულად მიიჩნევენ და იმასაც ამბობენ, რომ ვინც ის შეადგინა, საგაკვეთილო პროცესს საერთოდ არ იცნობს.
„იყო კვლევის ასპექტები, ჩატარებულ გაკვეთილის პრობლემები და დადებითი მხარეები, პრობლემის აღმოფხვრის გზების დასახვა; გასასვლელი და შესასვლელი ბარათის შედგენა, მისი როლი განმავითარებელი შეფასებისას; კიბერუსაფრთხოება, ინკლუზიური, დიფერენცირებული სწავლება, კომპლექსური დავალებები, სვეტოვანი დიაგრამა... საჭიროა ესგ-ს ცოდნა. დახურული კითხვები მოითხოვს საკითხების ღრმა ცოდნას...“ - აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას პედაგოგებმა და ისიც დასძინეს, რომ ტესტი იყო ტერმინოლოგიით დატვირთული და წარმოდგენილი გახლდათ 4 ვარიანტი.
„სიტუაციური ამოცანები მოითხოვდა ანალიზს, პრობლემების გამოკვეთას და რეკომენდაციებს, ასევე იყო ტერმინი „ღია წრე“ და „ბრაზის თერმომეტრი" - დახურული საკითხები იყო ურთულესი!“ - ასე აფასებენ მასწავლებლები პრეტესტს და იმასაც აღნიშნავენ, რომ აპრობაციის შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება. სწორედ პრეტესტის შედეგებით განისაზღვრება პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა და ბარიერი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა