სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

„ერთ გაკვეთილზე ყველაფერს ვერ მოასწრებთ“ - რატომ შედიან საგნობრივი ექსპერტები სკოლებში
10-04-2022
-
+


სკოლებში განათლების სამინისტროს ექსპერტები პერიოდულად შედიან, რის გამოც პედაგოგიურ საზოგადოებაში ერთგვარი პროტესტის გრძნობა ჩნდება. ზოგი მიიჩნევს, რომ ესაა სადამსჯელო ღონისძიება, თუმცა რეალურად, საგნობრივი ექსპერტების ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში მივლინებას აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს.

განათლების სამინისტროს ექსპერტი, როლანდ ხოჯანაშვილი განმარტავს, რატომ შედიან ექსპერტები სკოლებში და რეალურად რა მიზანს ემსახურება მსგავსი ღონისძიებები:

  1. საგნობრივი ექსპერტები სკოლებში შევდივართ მასწავლებელთა მხარდაჭერისთვის;
  2. ყველა ექსპერტი ვათანხმებთ მასწავლებელთან შემდეგს: როდის მივალთ, რომელ კლასში დავესწრებით და სასწავლო პროცესის რომელ ნაწილს დავაკვირდებით;
  3. ვიდრე სკოლაში შევალთ, მანამდე გვაქვს კომუნიკაცია მასწავლებელთან, თუ რას როგორ და რისთვის ვაკეთებთ;
  4. ერთ გაკვეთილზე ყველაფერს ვერ მოასწრებთ;
  5. თუ ერთ ან ორ ეფექტიან აქტივობას ჩაატარებთ და ამ აქტივობის/აქტივობების ორგანული ბმა იქნება კომპლექსურთან, ეს უკვე სწორი პროცესია!
  6. პირველ რიგში, ორ ეტაპს ვგეგმავთ: ა) კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა ბ) კომპლექსური დავალების შინაარსი;
  7. ყველა ეტაპზე გვაქვს სხვადასხვა ნაბიჯები: მაგალითად, პირველ ეტაპზე ბავშვების წინარე ცოდნას ვააქტიურებთ კონკრეტულ თემაზე, რომელიც ბავშვებისთვის ნაცნობია (მაგალითად, თემა „ჯანსაღი კვება“, ან „ცოცხალი ორგანიზმები“, ან კიდევ „მეგობრობა“ და ა.შ.);
  8. პირველივე ეტაპზე ბავშვებს ვაცნობთ კომპლექსური დავალების პირობას თავისი კრიტერიუმებით და ვეუბნებით, რა არის ამ კრიტერიუმებიდამ მათთვის ნაცნობი, რა არის უცნობი. რაიც უცნობია, ყველაფერს ასწავლით აქტივობებით, რაც ნაცნობია _ მაგასაც ვახსენებთ, გავააქტიურებთ, დავხვეწთ, შევავსებთ.
  9. როცა დავაკლების პირობისგან ბავშვები გაიგებენ, რა არის გასაკეთებელი, ბავშვებს ვეუბნებით, რომ პირველი კრიტერიუმისთვის საჭიროა, მაგალითად, ტექსტის გაცნობა და მას უთმობთ იმდენ დროს, რამდენიც საჭიროა! მერე გადადიხართ შემდეგი კრიტერიუმის „პასუხის გასაცემად“ და ა.შ. მორიგეობით სხვადასხვა აქტივობებით! აქვე არ ვავიწყებთ ბავშვებს, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი (კომპლექსური დავალება, როგორც პროდუქტი. ვთქვათ: მოთხრობა, კომიქსი, სქემა, დიორამა...) და ამ აქტივობას ვატარებთ იმ საკითხის შესასწავლად, რაც გამოგვადგება კომპლექსური დავალების შესრულებისთვის.
  10. როცა ყველა კრიტერიუმს გადაფარავთ აქტივობებით, მერე აძლევთ ბავშვს დავალებას შესასრულებლად (ზეპირია თუ წერილობითი, ამას არ აქვს მნიშვნელობა);
  11. დავალება, უმჯობესია, იყოს სკოლაშივე შესრულებული (ამით აიცილებთ პლაგიატს!) და მერე _ სახლშიც სიამოვნებით აკეთებენ ამგვარ დავალებებს! ვიდრე ბავშვს არ ამზადებთ დავალების შესასრულებლად, ბავშვს არ ასრულებინებთ დავალებას!
  12. დავალების წარდგენის პროცესში აძლევთ ბავშვს პოზიტიურ, მიმდინარე უკუკავშირს და მეტაკოგნიციისკენ უბიძგებთ.
  13. იმ გაკვეთილს, რომელსაც ატარებთ და გესწრებიან, არის ბავშვისთვის და არა _ ექსპერტისთვის! შეცდომებისა და ხარვეზებისა არ მოგერიდოთ, ექსპერტები გირჩევთ და გიჭერთ მხარს _ ეს ჩვენი ვალდებულებაა!
  14. გაკვეთილზე დასწრება და შემდეგ უკუკავშირი არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მატერიალურად/კარიერულად რამე გეცვლებათ. მხოლოდ კონსტრუქტივიზმისკენ მიგვყავს სკოლები და უკეთესი შედეგია ჩვენი ინტერესი.

არ გეგონოთ, რომ ამას გაბრაზებული ვწერდე (უბრალოდ, ყველა კითხვას ვერ ვუპასუხებ) და თუ თვლით, რომ გჭირდებათ მეთოდური მხარდაჭერა, მოიფიქრეთ ნებისმიერმა სკოლამ კითხვები და დრო შეგვითანხმეთ, რომ ზოგადი თუ კონკრეტული საკითხები გაგაცნოთ, ესგ-ის შესახებ ვისაუბროთ და ასე შემდეგ. კვირაში, ვფიქრობ, ორ სკოლას დავფარავ ონლაინ-ფორმატით. კონტაქტურად ყველა მსურველ სკოლასთან ვერ მივალთ _ უბრალოდ, ამის ფიზიკური შესაძლებლობა არ არსებობს. ინტერაქციისთვის მზად ვარ, როგორც ექსპერტი და როგორც კოლეგა. ვისაც არ გჭირდებათ, დაძალებას არ ვართ (ისედაც მენატრება ერთი ისეთი დღე ჩემს ცხოვრებაში, როცა „საქმე არ მექნება“) და ასეთი მხარდაჭერისთვის არც ფულს ვახდევინებთ ვინმეს, არც ვასაყვედურებთ, არც არაფერი, რადგან ჩემი საქმე ესაა, რომელიც მიყვარს და გვჭირდება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება