მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების დონის გაზრდის მიზნით 1 აპრილიდან ელექტრონული ფოსტის მომხმარებლების ანგარიშებზე ორფაქტორიანი ავტორიზაცია ჩართო.
განახლების პროცესმა მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილების ჩატარებაში ხელი შეუშალა. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგებმა „ემისის“ ინსტრუქცია შეასრულეს, მათ „თიმსში“ შესვლა ვერ მოახერხეს.
დღეების განმავლობაში მასწავლებლები აღნიშნული პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში წერდნენ.
„რატომ იწვევს ნებისმიერი განახლება შეფერხებას? დღეს პრობლემა იყო გაკვეთილის ჩატარება. როდის უნდა დასრულდეს ჩვენი წამება სხვისი არაპროფესიონალიზმის გამო?“
„დილიდან 43 ადამიანმა მომწერა/დამირეკა! ან რაში გინდათ ეს ვერიფიკაცია?! ისედაც „მძიმე“ პროგრამაა, ამდენი რესურსი უნდა! თქვენ გამოიწვიეთ კოლაფსი დისტანციურ სწავლებაში!“
„გაკვეთილები ვერ ჩავატარე. მეგონა, ტექნიკური პრობლემა მხოლოდ მე მქონდა, სანამ მოსწავლეებმა არ დამირეკეს და მითხრეს, რომ „თიმსში“ შესვლა შეუძლებელი იყო“.
დღის ბოლოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა უკმაყოფილო მასწავლებლების კითხვებს უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ტექნიკური ხარვეზი მოგვარდა.
„ვისაც პრობლემა გქონდათ Microsoft Teams-ში ავტორიზაციაზე ამ დრომდე, გთხოვთ ახლიდან სცადეთ შესვლა, რადგან საკითხი გასწორებულია“, - დაწერა „ემისმა“.
მიუხედავად ამისა, პედაგოგების ნაწილი კვლავ გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ ისევ ვერ ახერხებდნენ ელექტრონულ სისტემაში შესვლას. ასეთ შემთხვევაში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა მასწავლებლებს მოუწოდეს, ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის შესახებ მათთვის ეცნობებინათ და პრობლემას ინდივიდუალურად განიხილავდნენ.
იხილეთ ასევე: მასწავლებლებმა ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს - გაეცანით ინფორმაციას
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა