მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლამ ევროპულ სკოლათა გაერთიანება eTwinning-პლატფორმაზე განხორციელებულ პროექტში კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა.
სკოლის მოსწავლეები პროექტში - „იყავი ინფორმირებული იყავი დაცული“ აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „იყავი ინფორმირებული იყავი დაცული“ ფარგლებში აქტიურად ახორციელებდნენ თანმიმდევრულად გაწერილ აქტივობებს, რომელიც ეხებოდა თემებს: როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი უსაფრთხოდ, როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები, კიბერბულინგი და ა.შ ასევე მოწვეული გვყავდა ცნობადი პიროვნებები კიბერუსფრთხოების ექსპერტი ბატონი ანდრო გოცირიძე და თბილისის კლასიკური გიმნაზიის მენტორი ისტის პედაგოგი ქალბატონი ნანა ნოზაძე, რომელთა უანგარო, საინტერესო ვებინარებმაც უფრო მეტი ინფორმაცია მოგვცა და ჩვენმა მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა მეტი გაიგეს კიბერ სივრცის შესახებ, ბავშვებმა აიმაღლეს ცნობიერება ამ მიმართულებით და გახდნენ უფრო მედიაწიგნიერნი. მათ მიერ მიერ წარმოდგენილი იყო საინტერესო მასალები, და ერთმანეთთან გამოირჩეოდნენ გუნდური მუშაობით, გამოცდილების გაზიარებით.
პროექტის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილე მოსწავლეს, გადავცემთ სერტიფიკატებს და ვიმედოვნებთ მომავალშიც აქტიურად იქნება ჩვენი სკოლა ჩართული eTwinning-პლატფორმაზე, ევროპულ სკოლათა გაერთიანებაში. და გვექნება კვლავ მრავალი წარმატებები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც