მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2022-2023 სასწავლო წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N2 საჯარო სკოლა 10 პირველკლასელს ელის. როგორც Etaloni.ge-ს სკოლის ხელმძღვანელმა, სასნუჰი კიურეღიანმა განუცხადა, ადგილობრივი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, თამამად შეძლებს ამ რაოდენობის მოსწავლეების მიღებას, პედაგოგები კი მაქსიმალურს გააკეთებენ, რათა პატარებმა ღირსეულად შეაბიჯონ ცოდნის ტაძარში.
აღსანიშნავია ისიც, რომ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტი ფორმატით მიმდინარეობს და არც პანდემიურ რეალობას შეუშლია ხელი პედაგოგებისთვის, პირნათლად შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობა.
გორელოვკის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა, მასწავლებლებთან ერთად, მუდმივად ზრუნავს ადგილობრივი მოსწავლეების განათლებაზე, აქტიურად ეწევიან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სამომავლოდ, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ეხმარება.
სწორედ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის დამსახურებაა, რომ სკოლის კურსდამთავრებულებს აქვთ განათლების მყარი საფუძვლები.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
უცხოურ ენაში მაქსიმალური 70 ქულა 1101-მა აბიტურიენტმა მოიპოვა - როგორ აფასებენ სპეციალისტები გამოცდას და რა იყო ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა
შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...