მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ჩუნჩხის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელმძღვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, ადგილობრივმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.
ჩუნჩხის საჯარო სკოლა მოსწავლეებს აძლევს მყარ საფუძველს და ეხმარება, ღირსეულად გაართვან თავი, როგორც საგანმანათლებლო, ისე ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
მალე სასწავლო წელი დასრულდება და სკოლაც გააცილებს კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. იმავდროულად კი ახალი სასწავლო წლიდან კვლავ მიიღებენ პირველკლასელებს, რომლებიც ჩუნჩხის ცოდნის ტაძარს ახალ სიცოცხლეს შთაბერავენ.
როგორც სკოლის დირექტორი, ემზარ პაპიძე აცხადებს, 2022-2023 სასწავლო წლისთვის 3 პირველკლასელს ელიან, თუმცა შესაძლოა, მათი რაოდენობა 5-მდეც კი გაიზარდოს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ჩუნჩხის საჯარო სკოლა მზადაა, ღირსეულად შეუძღვეს ადგილობრივ მოსწავლეებს წიგნიერებისა და განათლების ჯადოსნურ სამყაროში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც