მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად, ყველა თანხმდება. მშობელები სკოლებში მიდიან, თავიანთი შვილების განათლებით ინტერესდებიან, ღონისძიებებში ერთვებიან - ეს კი, გარკვეულწილად, მოსწავლეებზეც აისახება.
Etaloni.ge თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექტორ ეკატერინე ცაავას დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა გავლენას ახდენს მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაზე.
„მშობელი მოსწავლის კანონიერი წარმოამდგენელია და ბუნებრივია, მისი საჭიროება რომ არ იყოს, ჩვენ არც სამეურვეო საბჭოში არ გვეყოლებოდა შეყვანილი. ამ ორგანოში თანაბარი წილით შედიან როგორც მასწავლებლები, ისე მშობლები. თუ საგანმანათლებოლო სივრცეში ჩვენთვის მშობელი მნიშვნელოვანია, მაშინ მისი ჩართულობაც აუცილებელია. ის პასუხისმგებელი პირია, მასთან იდება ხელშეკრულება და მას აქვს პასუხისმგებლობები. გარკვეულ ასაკამდე, მშობელი მართავს შვილს, მას მოეთხოვება უფრო მეტი. რასაკვირველია, მოსწავლესაც მოეთხოვება, მაგრამ ძირითადი წილი მაინც მშობელზეა. ბუნებრივია, შვილთან კომუნიკაციის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებებს, მოსწავლის ინტერესების გამტარებელი სწორედ ისაა.
ზოგადად, სასწავლო პროცესი არამხოლოდ სასკოლო ცხოვრებას, არამედ სკოლის გარეთ აქტივობასაც მოიცავს. მოსწავლე განათლებას სკოლაში იღებს, მაგრამ ეძლევა დავალებები, რომლებიც სახლში, დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს. ჩვენ მოსწავლეების მიღწევების შესახებ მშობლებს ინდივიდუალურად ვატყობინებთ. ასევე, არსებობს ერთობლივი მშობელთა კრებებიც. მშობლის პრეროგატივაა, დაგვეხმაროს, იმიტომ, რომ ჩვენ, საგაკვეთილო პროცესის დროს ყველაფრის განხორხციელებას ვერ შევძლებთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ მშობელთან ურთიერთობა და მათი ჩართულობა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩართულობა დაწყებით კლასებში უფრო მაღალია და შედეგიც უფრო მაღალი გვაქვს.
ანგარიშვალდებულება როგორც ოჯახშია, ისეა სკოლაშიც. შედეგად, მშობელთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მათი ხედვა და მოსაზრებები გვაინტერესებს. ამის გარეშე სკოლა ვერ იარსებებს“,- ამბობს ეკატერინე ცაავა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც