სიახლეები
სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები კვლავ შევა - სიახლეზე განათლების მინისტრის მოადგილე საუბრობს
08-04-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა სკოლაში პირველკლასელთა მიღების წესის ცვლილებაზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოება ცვლილებებს მომავალშიც უნდა დაელოდეს, რადგან სამინისტროს საბოლოო მიზანი არის ის, რომ პირველ კლასში შესვლა იმ ბავშვებმაც შეძლონ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. 

როგორც მახარაშვილი აღნიშნავს,  რეგისტრაციასთან დაკავშირებით ცვლილებების ინიციატორები თავად მშობლები იყვნენ. ვინაიდან მათ ჰქონდათ ლოგიკური კითხვები, რატომ არ ვაძლევდით პირველ კლასში დარეგისტრირების უფლებას იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი არა 15 სექტემბერს სწავლის დაწყების დღეს, არამედ 16, 17 სექტემბერს უსრულდებოდათ. 

„[მშობლების] არგუმენტები შესაბამის ჯგუფთან დამუშავდა, ასაკთან დაკავშირებით ფსიქოლოგებიც იყვნენ ჩართულები, ვითანამშრომლეთ ყველა შესაბამის ჯგუფთან და აქედან გამომდინარე აიწონა, პირველ რიგში, მიღებული გადაწყვეტილება.

პროცესში ჩართული იყო ყველა ის მხარე, ვისთვისაც აზრი უნდა გვეკითხა. ეს არ არის ნაუცბათევად მიღებული გადაწყვეტილება, ის ბმაშია რესურსებთან და შესაძლებლობებთან. ამ მიმართულებით კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას, ისევ ფსიქოლოგების ჩართულობით და ჩვენი რესურსების სერიოზული აწონვით. რამდენ ხანში შევძლებთ ცვლილებას დეკემბერში დაბადებული ბავშვების მიღებასთან დაკავშირებით, ამაზე პასუხს ჯერ ვერ გაგცემთ. შემიძლია გითხრათ, რომ ამჯერად მიღებული გადაწყვეტილება ცვლილების პირველი ეტაპია.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ხარისხი, ამიტომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ შევძლოთ ბავშვების საკლასო ოთახებში შეყვანა, შესაბამისი მასწავლებელი უნდა დავახვედროთ, სათანადოდ მომზადებული კადრები და გამართული ინფრასტრუქტურა, თორემ იქ, სადაც მხოლოდ მატერიალურ რესურსზეა საუბარი - ბუქებზე ან წიგნებზე, დამიჯერეთ, ამას ძალიან მარტივად მოახერხებდა სისტემა, საუბარია ისეთ რესურსებზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ხარისხიანი განათლების მიწოდებას განაპირობებს და ამას სჭირდება სათანადო დრო და მუშაობა“, - აღნიშნა მახარაშვილმა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით, 16-დან 30 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების კონტინგენტი 2500-მდეა: „მათი გადანაწილების პრინციპი, რეგიონების მიხედვით, ჩვენ გავლილი და დათვლილი გვაქვს. ვიცით ის რესურსი, რაც დაგვჭირდება, თუნდაც ადამიანური ან სხვა მიმართულებით“


ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცვლილების შემდგომ დამატებითი რეგისტრაცია გამოცხადდება სსსმ მოსწავლეებისთვის.

„პირველკლასელების რეგისტრაციის პირველი ეტაპი, რომელიც სსსმ მოსწავლეებს ეხებოდა, დასრულებულია. ამგამოცხადდება დამატებითოი რეგმენტისთვის, ვინც 16-დან 30 სექტემბრამდეა დაბადებული, ხელახლა გამოვაცხადებთ რეგისტრაციას, ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ. ხოლო რეგისტრაციის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებს, ვფიქრობთ, ცვლილება უკვე მოუსწრებს და თუ არა, რეგისტრაციას მათთვისაც ცალკე გამოვაცხადებთ“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

იხილეთ: პირველ კლასში შესვლა 5 წლის ბავშვებსაც შეეძლებათ - გადაწყვეტილება მიღებულია

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს

ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონსიძიება სხვადასხვა ენებზე ჩაატარეს

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება