მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მალე უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება. შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოები, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასასრულს უახლოვდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლა მოინახულა და უკრაინულენოვანი სექტორის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. უკრაინელი ბავშვებისთვისსაკლასო ოთახები უკვე მოწყობილია და გაწერილია საგაკვეთილო ბადე.
საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შერჩეული არიან მასწავლებლები ყველა საგნისათვის. მათ შორის არიან, როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები. აღნიშნული მასწავლებლებისთვის ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად.
მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლებთან შეხვედრისას სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები განიხილა. თავის მხრივ, უკრაინელმა პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს, პირადად პრემიერ-მინისტრსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.
უკრაინელ მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი ესწრებოდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ