სიახლეები
სკოლები

„მისთვის მასწავლებლობა ცხოვრების წესია, ეს პროფესიაზე მეტია“-ლემშვენიერას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები „დირექტორ-მეგობრის“ გულნაზი ჭელიძის შესახებ
08-04-2022
-
+


თავისი საქმის პროფესიონალი, ლიდერი, სამართლიანი, აქტიური, პროგრესული, კრეატიული, „დირექტორ-მეგობარი“ ... - ასე ახასიათებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგს - გულნაზი ჭელიძეს კურსდამთავრებულები. მან არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდა ქვეყანას და სასიხარულოა, რომ მისი შრომა და ამაგი დაფასებულია. ეს ყველაფერი კი კურსდამთავრებულთა წერილებიდან ჩანს. „ჩემი ღირსეული არმია“- ასე უწოდებს თავად დირექტორი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მისთვის ხომ ყველაზე დიდი დაფასება მათი მადლიერება, მისი ამაგის ხსოვნა და ყურადღებაა.

კურსდამთავრებულები მისთვის მიძღვნილ წერილებში გულნაზი ჭელიძის ამაგს იხსენებენ და საუბრობენ თუ როგორი მასწავლებელი და დირექტორია ის. 

ნინო შუკვანი:
გულზანი მასწავლებელი იყო და არის საკუთარი საქმის პროფესიონალი. ერთგული, პრინციპული და მგრძნობიარე ადამიანი. მისთვის მასწავლებლობა ცხოვრების წესია, ეს პროფესიაზე მეტია.

ფიზიკისადმი სიყვარული სწორედ გულნაზი მასწავლებლის დიდი დამსახურებაა, როდესაც გაკვეთილს უდგები როგორც შემოქმედებით აქტს, ის ყოველთვის სცდება ჩარჩოებს და იბადება რაღაც ახლებური და ინდივიდუალური.

გულნაზი მასწავლებელი ლიდერი პერსონაა, რომელიც სხვებსაც აძლევდა ლიდერობის შესაძლებლობას. ამას იგი ყოველივეს  დახვეწილად აკეთებდა, ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ მას ესმოდა მოსწავლეების შინაგანი სამყარო და კარგად იცოდა ურთიერთობის ხელოვნება. რაც შეეხება მშობლების დამოკიდებულებას, მათ დიდი პატივისცემა აქვთ ამ ადამიანის მიმართ, ვინაიდან კარგად იცოდნენ ჩემი მისდამი დამოკიდებულება. პ.ს რაც არასდროს მავიწყდება ის არის, რომ გულნაზი მასწავლებლისთვის სკოლის იერარქიას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ის ყველას თანაბრად ექცეოდა. ეს ყველაფერი კი ბევრ რამეზე მიუთითებს, არის რაღაცები რაც სიტყვებზე მაღლა დგას და სწორედ ამ სიმაღლის მატარებელია გულნაზი მასწავლებელი. ამდენი წლის შემდეგ ისევ ისე გვგულშემატიკვრობს და ხარობს ჩვენი თითოეული, წინ გადადგმილი ნაბიჯით. მასწავლებლობა ხომ მოწოდებაა, სხვანაირად როგორ შეიძლება?!

ასმათ აგლაძე:
გულნაზი მასწავლებელი? - ის ჩემი ფავორიტი მასწავლებელი იყო, მისი მოსვლის შემდეგ შემიყვარდა ფიზიკა, შემიყვარდა და ვითავისებდი პროფესიას პედაგოგისას. დღესაც, ჩემს შვილებს ხშირად ვესაუბრები მისდამი სიყვარულზე, იხარეთ, იდღეგრძელეთ და კიდევ მრავალი თაობები გაუზარდეთ საქართველოს.

იაკო ფანგანი:
ჩემთვის ყოველთვის, განათლებული, ძლიერი მებრძოლი, თბილი, არაჩვეულებრივი და შემდრაგი ქალბატონის სახე ხართ. ნამდვილი ლიდერი, მიხარია, რომ არსებობთ. მიყვარხართ და გაფასებთ ჩემო ძვირფასო ადამიანო. 

მაკა მოდებაძე:
გულნაზი მასწავლებელი ჩემთვის იყო ძალიან თბილი. ყოველთვის ვგრძნობდი გულთბილ დამოკიდებულებას, როგორც პედაგოგი არის თავისი საქმის უბადლო შემსრულებელი. ხშირად ისეთი ხათრი და რიდი მქონდა გაკვეთილის მოყოლა მერიდებოდა, თუმცა მაღალ კლასებში მივხვდი რომ მკაცრი გამოხედვის უკან თბილი და გულჩვილი გულნაზი მასწავლებელი მყავდა. აქვე დავამატებ, რომ ჩემს დედიკოს ძალიან უყვარდით და პატივს გცემდათ, მისთვის ძვირფასი ადამიანი იყავით, თქვენ კი მის მოსვლამდე დიდხანს და ჯანმრთელად იყავით მიყვარხართ, გულნაზი მასწავლებელო. 

ჯეო შუკვანი:
მახსოვს, როგორც მასწავლებელი გვიყვარდი მთელ კლასს, შიში გვქონდა ესეც მახსოვს და რა თქმა უნდა,- პატივისცემა. როგორც დირექტორი ძალიან ძლიერი მენეჯერი ბრძანებით, გულწრფელად ასე მიმაჩნია.

სოფო კაკრიაშვილი:
​არაჩვეულებრივი ადამიანი, სამართლიანი, აქტიური, პროგრესული და კრეატიული. ყოველთვის ცდილობდა მოესმინა და გაეგო მოსწავლეების აზრი და მხარში ედგა თითოეულ მათგანს. ქმნიდა ყველა პირობას ჩვენი განვითარებისთვის, ზრუნავდა სკოლის იმიჯზე და თითოეული მოსწავლის წარმატებას ისეთი ემოციებით ხვდებოდა, როგორც საკუთარი შვილის წარმატებას. ძალიან მიყვარხართ და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ვარ.

ლელა დადვანი:
პირველ რიგში, ძალიან მენატრებით. ჩემთვის იყავით გულისხმიერი, მომთხოვნი, მკაცრი მაგრამ, ამავდროულად, მეგობრული და თბილი. მოსწავლის გვერდში მდგომი. თქვენი წინამძღოლობით ბევრი წარმატებული და კარგი ახალგაზრდა გაზარდა ჩვენმა სკოლამ. მიყვარხართ.

ნინო არღვლიანი:
​ჩემთვის მასწავლებლის ეტალონი, სამაგალითო. მეგობრული და მტკიცე პიროვნება, რომელიც ჩემს აღფრთოვანებას იწვევდა ყოველთვის. ჩემი ბედნიერი ბავშვობის ნაწილი. ძალიან მიყვარდით და მიყვარხართ!

ნინო მჭედლიანი:
​კარგად მახსოვს პირველი დღე - ძალიან უშუალოდ, გაგვეცანით და პირველი წუთებიდანვე მივხვდი, რომ უფრო მეგობარი იქნებოდით ვიდრე „მასწავლებელი“… მაგრამ მასწავლებელი რომელიც ძალიან შეგაყვარებს ფიზიკას. მინდა, ერთი შემთხვევა გაგახსენოთ - გადავწყვიტეთ „შატალოზე“ წასვლა ჩუმად მთელმა კლასმა, მაშინ თქვენ დამრიგებელი იყავით… ფეხაკრეფით ნელა დავეშვით კიბეებზე და მოულოდნელად თქვენ შეგვხვდით ... ძალიან გაგვიხარდა, როცა თქვენ გვითხარით - „იცოდეთ მე არ მინახიხართ“- რა კარგი იყო თქვენთან მეცადინეობებზე სიარული, თავიდან მარტო მე ვიყავი, მერე ნახევარი კლასი დადიოდა, თბილი, ისეთი მეგობრული იყავით, რომ დიდი პატივისცემა მქონდა და აუცილებლად ნასწავლი მოვდიოდი. 

შორენა აგლაძე:
ჩემთვის ძალიან საყვარელი უნიკალური და ძვირფასი მუდამ. მიყვარხართ ყოველთვის!

ლელა ფანგანი:
უძვირფასესი მასწავლებელი, დამრიგებელი და დირექტორი იყავით. ძალიან მიყვარხართ!

ხატია ღვაჩლიანი: 
გულნაზი ჭელიძე ჩემთვის არის და იქნება როგორც სამართლიანობის, შრომისმოყვარეობის და სიყვარულის მატარებელი ადამიანი.

თიკო მარგველანი:
როგორც მასწავლებელი შეუდარებელი პედაგოგი და საგნის პროფესიონალი, კლასში არამხოლოდ ფიზიკის მასწავლებელი, არამედ თითოეული ჩვენგანის ახლო მეგობარი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ყველაფერში გაგვიგოს, როგორც დირექტორი კი ყურადღებიანი, სამართლიანი და მზრუნველი თითოეული მოსწავლის მიმართ. ჩემი მშობლების დიდი ნდობითა და პატივისცემით აღჭურვილი პირია გულნაზი მასწავლებელი.

იამზე ჩარქსელიანი:
მთელი ჩემი ბავშვობა დამიდგა თვალწინ. მე ცოტა შორიდან დავიწყებ: გულნაზი - მოსწავლე, მახსოვს საუკეთესო იყო. აცხადებდა მის ყოველკვირეულ წარმატებას სკოლის რადიო და ეს მესმოდა მე, პატარა მოსწავლეს. ჩემთვის მისაბაძი მაგალითი, გულნაზი - სცენაზე მაჭავარიანის, ლებანიძის, ასათიანის და სხვათა ლექსებით... მერე მასწავლებელი (მე აბიტურიენტი) - მეგობრული, მშვიდი და მომთხოვნი. უნდა აღვნიშნო, თქვენს მასწავლებლობასთან და ნუგზარ მასწავლებელთან პარალელებს ვავლებდი გონებაში. წარმატებები არ დაგლეოდეთ, ჩემო მასწავლებელო. ბევრი მოსწავლის მეხსიერებაში დარჩენილიყოს თქვენი სიკარგის კვალი. მიყვარხართ ძალიან!

მარი ჩეგიანი:
პირველ რიგში, მადლობა რომ ფიზიკას მასწავლიდით და შემაყვარეთ. სულ სხვა თვალით დაგვანახეთ, როგორც ამ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მოვლენა. რადგან სხვა მასწავლებელმა შემდგომ საერთოდ სურვილი დამიკარგა ელემენტარულად ადგომის და მოყოლის, რომ მცოდნოდა... მახსოვს როგორი იყო სკოლა და როგორი გახდა დროთა განმავლობაში, იხვეწებოდა.. ბოლოს იმას დავწერ, რომ კარგი იქნებოდა ყველა მასწავლებელი, როგორც თქვენ, ისე აზიარებდეს ცოდნას და ბავშვებს გლობალურად აზროვნებას ასწავლიდეს..

მარიამ ავალიანი:
თქვენი გაცნობა ახლოდან მხოლოდ მერვე კლასში დავიწყე, მანამდე, არ დაგიმალავთ და მეშინოდა თქვენი. დირექტორობა, რაღაც განსაკუთრებულ სიმკაცრის შეგრძნებას აღძრავდა ჩემში. ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ დირექტორი აუცილებლად დესპოტი უნდა ყოფილიყო ბავშვებზე გავლენის მოსახდენად. მაგრამ ახლოდან სულ სხვანაირი აღმოჩნდით. არასდროს არ მეგონა ფიზიკა თუ შემიყვარდებოდა, მაგრამ იმდენად საინტერესო კუთხით დამანახეთ ეს საგანი, იმდენად სასიამოვნო იყო ჩემთვის თქვენი ერთი ამოსუნთქვით ნათქვამი წესების სწავლება, დღემდე კარგად მახსოვს მერვე კლასის მერხთან ნასწავლი კინეტიკური და პოტენციური ენერგიები, ის რომ ენერგია არც არსაიდან არ მოდის და არც უკვალოდ ქრება და კიდევ ბევრი რამ. უბრალოდ, აი ასე მარტივად შემაყვარეთ ფიზიკა. თქვენთან ერთად ჩატარებული კონფერენცია, რომლის ორგანიზების დროსაც უდიდეს თანადგომას ვგრძნობდით თქვენგან. ყველაფერს ჩვენთან ერთად აკეთებდით. „დირექტორ-მეგობარი“ ხართ!

მარი ჩარქსელიანი:
ბავშვებზე ორიენტირებული, პირველ რიგში. მთავარი ესაა. მე მგონია, რომ თქვენ რომ არა სკოლა ვერ იქნებოდა ასეთი შეკრული .. და სკოლას რომ შევეშვათ, სკოლის იქით გაფასებთ მე - როგორც მამიდას, ახლობელს.. მაგრამ მაინც სულ გულნაზი მასწავლებელი იქნებით.

თამარ ნიჟარაძე:
გულნაზი მას ძალიან მომენატრეთ, ყოველთვის დიდ პატივისცემას, მორიდებას და სიყვარულს ვგრძნობდი თქვენს მიმართ, მაგრამ გამოხატვა მიჭირდა პირველ კლასში მისაღები ღონისძიება რომ ჩატარდა, მახსოვს ლექსები უნდა გვეთქვა ბავშვებს და შუა გზაში ნერვიულობისგან რომ გვავიწყდებოდა თქვენ გვახსენებდით, გვგულშემატკივრობდით მერეც სულ ცდილობდით დახმარებას, წესრიგის და სამართლიანობის მხარეს დგომას, ამავე დროს ურთიერთგაგების ნიჭიც გქონდათ და უსმენდით მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც. კიდევ მახსოვს ერთხელ ფიზიკის საკონტროლოზე დამსწრეები გვყავდა, გთხოვეთ რომ ზეპირად არ მომაყოლოთ დაგიწერთ- მეთქი, ჩემი კომპლექსების გამო და ეს თხოვნაც შემისრულეთ. გეგონებოდათ მძიმე ტვირთი მომხსნეს მხრებიდანო ისე ვგრძნობდი თავს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ღმერთმა შემაძლებინოს რომ ეს დამოკიდებულება სიტყვებად არ დამრჩეს და სიკეთეში გადაგიხადოთ.

სოფო დადვანი:
ჩემთვის, როგორც მასწავლებელი ძალიან განათლებული პედაგოგი, როგორც დირექტორი ერთი შეხედვით ძალიან მკაცრი, მაგრამ როგორც პიროვნება ძალიან თბილი და მოსიყვარულე. ადამიანი, რომელსაც ძაან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს.

დარიკო ქალდანი:
ვწერ და ვშლი... არ ვიცი საიდან დავიწყო. მომეცა საშუალება ვისაუბრო როგორც პედაგოგი როგორი იყო!? მე ფიზიკა საერთოდ არ მიყვარდა მაგრამ დღესაც შემიძლია მოუყვე ჩემს შვილებს ფიზიკის კანონებზე თან განმარტებით.. როგორც ამას გულნაზი მასწავლებელი ჩვენ გადმოგვცემდა.. მას მერე ცოტა დრო არ გასულა მაგრამ არ მავიწყდება და არც დამავიწყდება ჩემი ჩვენი უსაყვარლესი უთბილესი და ყოველთვის გაპრანჭული, ფორმაში მყოფი ჩვენი, ჩემი გულნაზი მასწავლებელი ის იმაზე მეტია ჩემთვის ვიდრე მასწავლებელი... ის სულ სიახლეა, სულ წინსვლა, სულ სწავლა. 

როგორც ხელმძღვანელი მან ჩვენი ცივი ბნელი კედლები გაათბო გააფერადა, გაახალისა. იყო შენება და წინსვლა, ყოველი ახალი დღე იწყებოდა სიახლით და სიხალისით. მე როგორც რიგითმა მოსწავლემ, ​სრულად ვერ გადმოვეცი ის რასაც ვგრძნობ და რაც მაშინ კეთდებოდა ჩვენთვის ჩვენი ხელმძღვანელისგან.

როგორც დედა ვისურვებ ჩემ შვილებმა მიიღონ ისეთ თბილ გარემოში განათლება როგორც მე მივიღე... ჩვენი გულნაზი მასწავლებლის დახმარებით. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო... ჩემს უსაყვარლეს ქალზე, დედაზე, ხელმძღვანელზე და პედაგოგზე. ვწერ და ... ეს მცირედია ყველა გადამეტების გარეშე, ძალიან ხშირად ვარ სიზმრად სკოლაში... თქვენთან ბევრი რამ გამოვიარე, მაგრამ ამაზე კარგი და სამუდამო არაფერი.

წერილები სრულად იხილეთ თანდართულ ფაილში


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

უცხოურ ენაში მაქსიმალური 70 ქულა 1101-მა აბიტურიენტმა მოიპოვა - როგორ აფასებენ სპეციალისტები გამოცდას და რა იყო ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა

დღეს სხვა საგამოცდო საგნის ქულა აღარ დაიდება - როდიდან განახლდება შედეგების გამოქევეყნება

„გაამართლა მასწავლებლებისა და მშობლების იმედი და უდიდესი სიხარული მიანიჭა ყველა გულშემატკივარს“

შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა

„კარგი მოლოდინები მქონდა, რადგან ძალიან მაგარი მასწავლებელი მყავდა, რომელმაც წლების განმავლობაში  ბევრი მასწავლა და დიდი ცოდნა მომცა“ 


პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები
„მჯერა, კვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბდები, რაშიც შენს ოჯახთან ერთად შენი მშობლიური სკოლის წვლილიც იქნება“ 

„გაამართლა მასწავლებლებისა და მშობლების იმედი და უდიდესი სიხარული მიანიჭა ყველა გულშემატკივარს“

აღსანიშნავია, რომ სკოლაში კურსდამთავრებულებისთვის ბოლო ზარი ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა 
საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება