სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის გამოცდებზე დასმული 14 ყველაზე აქტუალურ კითხვას „ნაეკი“ პასუხობს 
08-04-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდასთან დაკავშირებით აპლიკანტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

1. ორ გამოცდაზე დარეგისტრირება შეუძლია მასწავლებელს თუ არა?
ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევს რეგისტრაციის დროს საგნის გამოცდას.
 
2. ვის შეუძლია წელს მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის მიღება?
2022 წელს მსურველებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ:
  • საგნის გამოცდა;
  • სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდა;
  • პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.
 
საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობა პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შეუძლიათ. 
 
3. ქართულში რამდენია ზღვარი მასწავლებლებისათვის?
ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე. გასულ წლებში, ყველა საგანში, ბარიერი გახლდათ საგნის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი. 
 
4. მხატვრული თემის წერისას სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა თუ არის განსაზღვრული და რას მივაქციოთ ყურადღება?
სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ არის, შეგიძლიათ მთლიანად შეავსოთ ის სივრცე, რომელიც პასუხების ფურცელზე არის გამოყოფილი ამ დავალებისათვის. შეფასების კრიტერიუმები დაგეხმარებათ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ამ დავალების შესრულების დროს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.
 
5. ქართულში თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ნაშრომი განულებულა?
ნაშრომი ნულით ფასდება, როდესაც მისი მოცულობა არ აღემატება 100 სიტყვას, ასევე იმ შემთხვევაში, თუ საანალიზოდ მიცემული ტექსტი არაადეკვატურად არის გაგებული. გარდა ამისა, აკრძალულია საკუთარი სახელის, გვარის ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მითითება.
 
6. სომხური ენის ტესტი იმავე სირთულის იქნება, რა სირთულისაც ქართულია? სად უნდა ვნახოთ პროგრამა?
დიახ, ტესტის სირთულე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ანალოგიურია. დეტალები იხილეთ ბმულზე.
 
7. რა უნდა იცოდეს სომხური ენის მასწავლებელმა საგნის გამოცდის ეროვნული სასწავლო გეგმიდან?
პედაგოგი, ცხადია, უნდა იცნობდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი სკოლებისათვის სპეციალური ეროვნული სასწავლო გეგმა (ცალკე აზერბაიჯანულენოვანი, ცალკე სომხურენოვანი და ცალკე რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორებისათვის) არ არსებობს, თუმცა არსებობს ზოგადი დოკუმენტი, რომელიც საერთოა საქართველოში მოქმედი ყველა სკოლისათვის.
2022 წლის საგამოცდო ტესტი მთლიანად დაეფუძნება იმ პროგრამას, რომელიც განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
 
8. რომელია გეოგრაფიაში ხშირად დაშვებული შეცდომები?
აპლიკანტები ხშირად დავალების პირობასთან მიმართებით არ ახდენენ სწორი აქცენტის გაკეთებას, ან დასმულ კითხვას საკუთარი ინტერპრეტაციით პასუხობენ. შედეგად, პასუხი არ შეესაბამება დავალების პირობას და აპლიკანტი ვერ იმსახურებს ქულით შეფასებას;
აპლიკანტს ევალება კონკრეტულ კითხვაზე ლაკონიური და დასაბუთებული პასუხის გაცემა. პასუხში უნდა აისახოს მხოლოდ კითხვის პირობით მოთხოვნილი საკითხი. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია/განმარტება ან სხვ., რაც არ არის მოთხოვნილი კითხვის პირობით, ხშირ შემთხვევაში შეცდომად ითვლება. როცა აპლიკანტი სწორ პასუხთან ერთად  არასწორ პასუხსაც მიუთითებს, შესაბამისად,  ვერ იმსახურებს შეფასებას;
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოცემულია გეოგრაფიის დამხმარე კრებული. კრებულში მაგალითის სახით არის მოყვანილი და დეტალურად აღწერილი აპლიკანტთა მიერ შესრულებული კონკრეტული ტესტური დავალებები და დაშვებული ტიპური შეცდომები (იხ. დამხმარე კრებული, გეოგრაფია, აპლიკანტთა ნაშრომების ანალიზი გვ. 55-70).  
 
9. ისტორიის ტესტზე მუშაობისას რაზე გვირჩევთ ყურადღების გამახვილებას?
ყურადღებით წაიკითხეთ ტესტური დავალებების ინსტრუქცია, ეცადეთ დასმულ შეკითხვებს კონკრეტული და ლაკონიური პასუხები გასცეთ.
 
10.  სამოქალაქო განათლებაში, პროგრამის გარდა, კიდევ რას შეიძლება რომ გავეცნოთ?
ძალიან მნიშვნელოვანია გამოსაცდელები გაეცნონ ცენტრის ვეგვერდზე გამოქვეყნებულ კრებულს, რომელშიც ასევე მოცემულია ინფორმაცია დამხმარე მასალის თაობაზე.
 
11. შესაძლებელია, რომ სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში პროგრამას სცილდებოდეს რომელიმე საკითხი?
ზოგადად ხელოვნების საგამოცდო ტესტში საკითხები არ სცილდება საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ კითხვის საილუსტრაციოდ გამოყენებულია ხელოვნების ნიმუში, რომელიც კონკრეტულად არ არის დასახელებული პროგრამაში. ეს არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კითხვა შეეხება სახვითი საშუალების ან ხერხის ამოცნობას, ან რომელიმე სტილის ან ეპოქის ან კულტურის ტიპური თავისებურების შესახებ მსჯელობას. შესაბამისად, შერჩეული საილუსტრაციო მასალა ამა თუ იმ სტილის, კულტურის თუ ეპოქის ან მიმდინარეობის ტიპური ნიმუშია. ამგვარი დავალება ცოდნის გამოყენების, დაკავშირების, ასევე აპლიკანტის აზროვნების უნარის შემოწმების შესაძლებლობას იძლევა.
 
12. ისტორიის ტესტში რამდენი ღია და რამდენი დახურული დავალებაა?
ტესტში სულ 29 დავალებაა, აქედან 22 არის დახურული, თუმცა დანარჩენი 7 დავალება ჯამში 24 ქვეკითხვას მოიცავს.
 
13. მუსიკაში თუ არსებობს მოსასმენი მასალის ნუსხა, რაც გამოცდაზე იქნება წარმოდგენილი? ასევე მაინტერესებს, რომელ კომპოზიტორებს შეიძლება შეეხოს შეკითხვები? თუ შეიძლება ნებისმიერს შევხვდეთ ბახიდან შონბერგამდე და რამდენი ქულა იქნება საკმარისი ზღვარის გადასალახად 70 ქულიდან?

მუსიკაში მოსასმენი მასალის ნუსხა ცალკე გამოყოფილი არ არის, მაგრამ საგამოცდო პროგრამაში ჩამოთვლილ კომპოზიტორთა სიაში მითითებული მათი სანიმუშო ნაწარმოებები მოსასმენ მასალასაც გულისხმობს. 
საგამოცდო ტესტის შეკითხვები შეიძლება შეეხოს ნებისმიერ კომპოზიტორს, რომელიც საგამოცდო პროგრამაშია მითითებული. 
გამოცდის ჩაბარების მაქსიმალური ქულაა 70, ხოლო მინიმალური ზღვარის გადასალახად აუცილებელია 43 ქულა.
 
14. სახვითი და გამოყენებითი ტესტის დახურულ დავალებებზე მუშაობის დროს რას გვირჩევთ, რას მივაქციოთ ყურადღება?
პასუხის გაცემამდე დაკვირვებით წაიკითხეთ შეკითხვა; დავალებებს უპასუხეთ პირობაში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით; აუცილებლად წაიკითხეთ მოცემული ყველა სავარაუდო პასუხი, ვიდრე საბოლოო პასუხზე შეჩერდებით. შესაძლოა, სავარაუდო პასუხების ჩამონათვალში იყოს ორი, ერთი შეხედვით, სწორი/მსგავსი ვარიანტი. გახსოვდეთ, რომ ყველა შემთხვევაში მხოლოდ ერთი პასუხია სწორი. ამდენად, ყურადღება მიაქციეთ პასუხების ვარიანტებში წარმოდგენილ ყველა დეტალს, განსაკუთრებით იმ სიტყვებს, რომლებიც გამუქებული ან ხაზგასმულია. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება