მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნანა ლოლაძე საუბრობს.
„იმისთვის, რომ საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბაროთ აუცილებელია, აპლიკანტმა 60%+1 ქულა მიიღოს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 70 ქულიანია, შესაბამისად, ბარიერის გადასალახად მინიმუმ 43 ქულა უნდა მიიღოს გამოსაცდელმა. თუმცა, იმედი მაქვს რომ 43 ქულასაც და მეტსაც დააგროვებთ, რადგან ჩვენი სურვილია ბევრად უკეთ მომზადებული ადამიანები იყვნენ მასწავლებლობისთვის მზად“.
ჯგუფის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მხატვრული ტექსტის ანალიზი არ შეფასდება, თუ აპლიკანტის თემა 100 სიტყვაზე ნაკლები იქნება. არის თუ არა განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობა, ამაზე ნანა ლოლაძე შემდეგ პასუხს სცემს:
„ტექსტის მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია იმდენად, რამდენადაც გამოყოფილია ადგილი, ეს არის დაახლოებით ერთი გვერდი, მეტს ვერ დაწერთ, მეტი ადგილი არ არის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სწორდება პასუხების ფურცელი, თქვენ რაც არ უნდა იმუშაოთ შავ ფურცელზე, ის გამსწორებლამდე არ მოდის, მოდის მხოლოდ პასუხების ფურცელი, ამიტომ მშვიდად და დაკვირვებით გადაიტანეთ სამუშაო ფურცლიდან პასუხების ფურცელზე შესრულებული დავალება.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თემის წერისას - ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს კრიტერიუმები, ძალიან გთხოვთ ნახეთ, გაეცანით მიდგომებს, რას ვაქცევთ ყურადღებას. იქ იქნება მოცემული ტექსტი და დავალება და ამ მხატვრული ტექსტის ანალიზი უნდა შემოგვთავაზოთ. რამდენად ადეკვატურად არის გაგებული ტექსტი, რამდენად გამართულია მსჯელობა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ენობრივი მხარე, თუმცა სამწუხაროდ არცთუ იშვიათად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მასწავლებლობის მსურველები ენობრივ შეცდომებს თავად უშვებენ. ეს შეიძლება შეზღუდული დროის ან გამოცდის სტრესთან იყო დაკავშირებული.. იმდენი დრო დაიტოვეთ სამუშაო ფურცლიდან პასუხების ფურცელზე გადასატანად, რომ მოასწროთ კიდევ ერთხელ წაკითხვა და ჩასწორება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა