მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებლის, ფიქრია თოდუას მიზანია ბავშვებს მუსიკის მოსმენის, რიტმის გრძნობისა და მისი მოძრაობით გადმოცემის უნარი განუვითაროს. ამისთვის ის აქტიურად მუშაობს და პატარებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. ამასთან, მასწავლებელმა კარგად იცის, რომ მუსიკალურ-გასართობ აქტივობებში მონაწილეობას ბავშვებისთვის ბედნიერება მოაქვს.
სასკოლო მზაობის ჯგუფში მასწავლებელმა მუსიკალურ-რიტმულ აქტივობებში ჩასართავად, შემეცნებისა და თვითგამოხატვისთვის, ბავშვებს პროექტი - „ორკესტრი“ შესთავაზა. „მუსიკის დროში“ აჩვენა ვიდეომასალა, სადაც პატარებმა სხვადასხვა საკრავებით, ორკესტრის შესრულებული მელოდია მოისმინეს. ამის შემდეგ ბავშვებმა ემოციები გამოხატეს და მსგავს აქტივობაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს.
პროექტის ფარგლებში, მასწავლებელმა ბავშვებს შესთავაზა მეორადი მასალა (იოგურტის ქილები) და სთხოვა ჯგუფურად მოკალათებულიყვნენ სივრცეში, სადაც მუსიკის თანხლებით, პროექტის პრეზენტაციას შეძლებდნენ.
ბავშვებმა სახალისო მელოდიისა და იოგურტის ქილების ერთმანეთთან სინთეზით მიიღეს სრულიად განსხვავებული ჟღერადობა, რომელიც სასიამოვნო მოსასმენი და საყურებელი იყო.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები