მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ისტორიის მასწავლებელი ალექსანდრე ცინცაძე მოსწავლეებს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისა და მისი შედეგების შესახებ ესუბრა.
მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.
„აპრილის კალთაზე სისხლი გადაასხეს. სკოლაში აღინიშნა 9 აპრილი, როგორც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულ მამულიშვილთა ხსოვნის დღე. მას შემდეგ 33 წელი გავიდა.ისევ მტკივნეულად განვიცდით ამ დღეს ვერაგულად დაღუპულების არყოფნას, განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენი რაიონის მკვიდრ ნატო გიორგაძის ხსოვნას. „მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც