სიახლეები
სიახლეები

„გადამზადდნენ დამრიგებლები და მასწავლებლები...“ - განათლების მინისტრს რეკომენდაციით ომბუდსმენი მიმართავს
11-04-2022
-
+


2022 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, სადაც ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა სკოლის მიტოვებასა და სხვა არაერთ საკითხს განათლების მიმართულებით. ნინო ლომჯარია განათლების მინისტრს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს და სთხოვს გადამზადდნენ კლასის დამრიგებლები მოსწავლეთა სწავლის მიტოვების პრევენციული ღონისძიებებისა და დაკისრებული ახალი ვალდებულებების შესახებ, ასევე შეფასდეს სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზები და ჩატარდეს საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე: 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეული დამრიგებელი გადამზადდეს მოსწავლეთა სწავლის მიტოვების პრევენციული ღონისძიებებისა და დაკისრებული ახალი ვალდებულებების შესახებ;

მოსწავლის სწავლის მიტოვებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, რეგიონულ დონეზე აღირიცხოს/შეფასდეს სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზები და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საჯარო სკოლებთან და მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთან თანამშრომლობით, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდეს სამომავლო სტრატეგია ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების რისკების შესამცირებლად;

გადამზადდნენ საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეებისთვის კი, ჩატარდეს საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის აკრძალვის და ბულინგის თემაზე“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება