სიახლეები
სკოლები

ლიჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის ლაბირინთებში „იმოგზაურეს“
11-04-2022
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის, ლიჩის საჯარო სკოლაში, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა  სასკოლო აქტივობა ჩაატარეს, შექმნეს ნახატები და კიდევ ერთხელ იმოგზაურეს არცთუ შორეული ისტორიის ლაბირინთებში. 

ამ დღეს, ლიჩის საჯარო სკოლაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები და პატივი მიაგეს საბჭოთა ჯარების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მომიტინგეების ხსოვნას!

2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავ­შან­ტრან­სპორ­ტი­ორი, დე­სან­ტის 8 საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 4 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 2 სა­ნი­ტა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი 10000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ. 1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.  


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გამოცდის შედეგების გასაჩივრება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება - ინსტრუქცია

ლიტერატურისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია - იხილეთ სწორი პასუხები და შეფასების სქემები

პიროვნება
სკოლები

„ვუსურვებ, რომ ღირსეულად ემსახურონ ოჯახს, სამშობლოს და გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები“-ზუბის საჯარო სკოლის დირექტორი აბიტურიენტებს მიმართავს

მათ შორის არიან აბიტურიენტები ტარიელ კვასტიანი და ირაკლი ჯაჭვლიანი 

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება