მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად აგრძელებენ არაფორმალური განათლების ფარგლებში ტრენინგებზე დასწრებას. სკოლის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსაწვლეები გასვლით შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში.
ახალგაზრდა ლიდერების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების მიზნით თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში ტრენინგები ჩაუტარდათ ახალგაზრდებს თეთრიწყაროდან, სამღერეთიდან და სამშვილდედან.
ძირითადი თემები: ლიდერობის მნიშვნელობის გააზრება, საერთო მიზნების განსაზღვრა, როლების განსაზღვრა ქვეჯგუფებში, ეფექტური კომუნიკაციის გამოყენება.
„ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სირთულეების დროს შესაძებლობები მოაქვს. ლიდერს უნდა ჰქონდეს ახალი იდეები, უნდა ითვალისწინებდეს სხვების აზრს და ჰქონდეს სწორი კომუნიკაციის უნარები“, - აღნიშნავს ტრენინგის მონაწილე.
პროექტი ასევე მოიცავს მცირე საგრანტო კომპონენტს (ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერა), რისთვისაც მონაწილეებს დამატებითი ტრენინგები ჩაუტარდებათ იდეებისა და საჭიროებების უკეთ გამოკვეთისთვის.
პროექტი "ახალგაზრდობის როლი მომავლისათვის" ხორციელდება კავკასიის სამივე ქვეყანაში, ქეა კავკასიასა და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობით Students Rebuild პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, რათა შეიქმნას უფრო მშვიდობიანი, ინკლუზიური, პლურალისტური და ტოლერანტული გარემო კავკასიის რეგიონის კონფლიქტით დაზარალებულ თემებში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც