სიახლეები
სიახლეები

შიდა აუდიტის დეპარტამენტმა საჯარო სკოლებში ჩაატაროს მონიტორინგი - 6 რეკომენდაცია განათლების მინისტრს
12-04-2022
-
+


სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც პარალმენტს უკევ წარედგინა, საგანმანათლებლო მიმართულებით გამოწვევებზეა საუბარი და ომბუდსმენი განათლების მინისტრს რამდენიმე რეკომენდაციასაც აძლევს:

შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შესაბამისი საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა (2022-2032) და სამოქმედო გეგმებში, ფორმალური განათლების ყოველი საფეხურისთვის განისაზღვროს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხელშეწყობაზე მიმართული ამოცანები/აქტივობები და შესაბამისი გაზომვადი ინდიკატორები;

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისას, რეცენზირების ფარგლებში საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილმა სააპელაციო კომისიამ გასაჩივრებული საგნის, ასევე თემატიკის მიხედვით, კომისიის ვალდებულებად განსაზღვროს ადამიანის უფლებათა ექსპერტის მოწვევა, გადაწყვეტილების მიღების უფლებით;  შეიცვალოს მაკეტის საჯარო განხილვის არსებული მოდელი, საზოგადოებრივი საწყისის უზრუნველსაყოფად პროცესში მოსწავლეთა მშობლების ჩართვის გზით;

შიდა აუდიტის დეპარტამენტმა საჯარო სკოლებში ჩაატაროს პროაქტიული მონიტორინგი „სამშობლოსმცოდნეობის” გაკვეთილების ორგანიზებაში სკოლების მონაწილეობის, ასევე, რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის სხვა შემთხვევების გამოსავლენად; 

ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივ კრიტერიუმებს დაემატოს კრიტერიუმი კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ; 

დაინერგოს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე, სავალდებულო საგნის მეშვეობით, იმგვარად, რომ სრულფასოვნად ინტეგრირდეს ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონსიძიება სხვადასხვა ენებზე ჩაატარეს

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით დაუდასტურეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება