სიახლეები
სიახლეები

„ეს ეხება ყველაზე მტკივნეულ კატეგორიას“ - განათლების კომიტეტი პირველკლასელთა რეგისტრაციაზე
12-04-2022
-
+


პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
 
კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განმარტებით, 1 ოქტომბრამდე დაბადებულ ბავშვებს უფლება მიეცემათ, სურვილის შემთხვევაში, სკოლაში შევიდნენ. მისივე თქმით, ეს უკვე მიმდინარე წელს გახდება შესაძლებელი.
 
„აღნიშნული გადაწყვეტილება შეჯერებულია ყველა უწყებასთან. ამ ეტაპზე ეს ეხება ყველაზე მტკივნეულ კატეგორიას - სექტემბრის თვეში დაბადებულ ბავშვებს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
 
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის 2022 წელს აუცილებელი იქნება 3,644.6 ათასი ლარი (აღნიშნული ხარჯი გათვლილია საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სწავლის შემთხვევაში), რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებში.
 
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ბავშვები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ სკოლანდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, სწავლას დაიწყებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
 
აღნიშნული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება ბავშვების რაოდენობაზე, რომელთაც 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ ექვსი წელი.
 
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 15 მარტს გამოცხადდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

პიროვნება

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლა



ნატო    ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი


„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 
სკოლები

ტესტირებას სკოლის დირექცია და ხარისხის მართვის ჯგუფი ხელმძღვანელობდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება