სიახლეები
სიახლეები

მდგრადი განვითარების 17 მიზანი - ინფორმაცია მასწავლებელთა საგამოცდო პროგრამიდან
29-05-2022
-
+


2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მდგრადი განვითარების ახალი გლობალური ჩარჩო დაამტკიცა, რომელიც კაცობრიობის მდგრადი განვითარების გზაზე დაყენებას ემსახურება, მის შემუშავებას სამი წელი დასჭირდა. ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ გაეროს წევრი სახელმწიფოები და მკვლევრები.

მდგრადი განვითარების საყოველთაო, ცვლილებების მომტანი და ინკლუზიური მიზნები აღწერს იმ გამოწვევებს, რომლებიც კაცობრიობის წინაშე დგას. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების 17 მიზანი ემსახურება მდგრადი, მშვიდობიანი, წარმატებული და სამართლიანი ცხოვრების უზრუნველყოფას მთელს მსოფლიოში.

  1. სიღარიბის აღმოფხვრა - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა ყველგან;
  2. შიმშილის აღმოფხვრა - შიმშილის აღმოფხვრა, სურსათის უსაფრთხოებისა და უკეთესი კვების უზრუნველყოფა და სოფლისმეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
  3. ჯანმრთელობა და კეთილდღეობა - ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის, ყველა ასაკში;
  4. ხარისხიანი განათლება - ინკლუზიური და თანაბარი განათლების უზრუნველყოფა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობა ყველასთვის;
  5. გენდერული თანასწორობა - გენდერული თანასწორობის უზრუნველყიფა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა;
  6. სუფთა წყალი და სანიტარია - სუფთა წყლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობისა და მდგრადი მართვის უზრუნველყოფა;
  7. ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია - ყველასათვის ხელმისაწვდომი, საიმედო, მდგრადი და სუფთა ენერგიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  8. ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა - უწყვეტი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასთვის;
  9. მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა - ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
  10. შემცირებული უთანასწორობა - უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის;
  11. ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება - ინკლუზიური, უსაფრთხო, სტაბილური და მდგრადი ქალაქები და დასახლებები;
  12. გონივრული მოხმარება და წარმოება - მდგრადი მოხმარების და წარმოების უზრუნველყოფა;
  13. კლიმატის მდგრადობის მიღწევა - კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება;
  14. წყალქვეშა რესურსები - ოკეანეების, ზღვების და მათი რესურსების შენარჩუნება და მდგრადი მოხმარების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის;
  15. დედამიწის ეკოსისტემები - ხმელეთის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მათი რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა, ტყეების მდგრადი მართვა, გაუდაბნოების შეჩერება და მიწისა და ნიადაგის დეგრადირების შეჩერება და დეგრადირებული მიწისა და ნიადაგის აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შემცირების შეჩერება;
  16. მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის და ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნა ყველა დონეზე;
  17. თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის - მდგრადი განვითარების მიმართულებით გლობალური პარტნიორობის გახორციელებისა და გაძლიერების ხელშეწყობა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება

მე-11 კლასელი სკოლაში იარაღით მივიდა - შემთხვევა გორის N5 საჯარო სკოლაში

გრიპის შემთხვევების ზრდის გამო კლინიკაში ბავშვებისთვის საწოლები დაამატეს

2743 საგანმანათლებლო მოდული და დაფინანსების ოდენობა ცნობილია

შეზღუდვა საგაკვეთილო საათებზე - ინფორმაცია სკოლის პერსონალისთვის
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ანა კვირიკაძემ, ნინო ხონელიძემ და ფიქრია ლომიძემ

საინტერესო

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

სიახლეები
საზოგადოება