მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში და მნიშვნელოვან აქტივობებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII „ბ“ კლასში, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ჩატარდა გაკვეთილი გეოგრაფიაში, რომლის თემაც გახლდათ: „არალის ზღვის კატასტროფა“, მიზანი კი იყო, არ დავუშვათ არალის ზღვა-ტბის სიკვდილი.
„სკოლის დირექტორი, დამსწრე საზოგადოება და თავად საგნის მასწავლებელი კმაყოფილი დარჩა ჩატარებული აქტივობებით. განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ მასწავლებლის ასისტენტები: ჯული კუბლაშვილი და ლუკა ტყაბლაძე.გაკვეთილმა მიზანს მიაღწია“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღნიშნული გაკვეთილი კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება და ოტია იოსელიანის სახელობის საჯარო სკოლა ზოგადი განათლების რეფორმის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც