მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ ფაქტს ისტორიის გაკვეთილი მიეძღვნა.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, გაკვეთილი მე-10 „ა“ კლასში საგნის პედაგოგმა ფიქრია გიორხელიძემ ჩაატარა; საკლასო აქტივობაში კი კლასის დამრიგებელი - ინგა არაბაძეც აქტიურად იყო ჩართული.
„გაკვეთილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ბოლოს გაიმართა მსჯელობა, თუ რა მასშტაბის მნიშვნელობა ჰქონდა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს - ლოკალური თუ გლობალური? ლიზა ასათიანმა, ლიზი ჭეიშვილმა, მარიამ გოდოლაძემ, ანი კუჭავამ, ლილე ტვილდიანმა, ანი გორდულაძემ, ანუკი ავალიანმა წარმოადგინეს შემოქმედებითი ნამუშევრები. მსჯელობაში ჩაერთნენ სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძე“, - აღნიშნულია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, დესანტის 8 საბრძოლო მანქანა, 4 სახანძრო მანქანა და 2 სანიტარული ავტომობილი 10000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ. 1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც