მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის, საყუნეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლება სრულფასოვნად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.
1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, საყუნეთის საჯარო სკოლაში ინფორმაციული სახის აქტივობა მოეწყო. ისტორიის პედაგოგმა, დიანა ვედიაკოვამ IX -X კლასების მოსწავლეებს ისტორიული ექსკურსი მოუწყო და ვრცლად ესაუბრა, 33 წლის წინ, საქართველოში განვითარებული ფაქტების ისტორიულ მნიშვნელობაზე.
საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ 9 აპრილი არის დღე გლოვისა და იმავდროულად - დღე გამარჯვებისა. მათ თემატური ნახატები შექმნეს და კიდევ ერთხელ, მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, დესანტის 8 საბრძოლო მანქანა, 4 სახანძრო მანქანა და 2 სანიტარული ავტომობილი 10000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ. 1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც