მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„პარლამენტის რამდენიმე წევრი სამოქალაქო განათლების პროგრამაშია ჩართული, კურირებენ სახელმძღვანელოების გამოცემას მე-5,მე- 6, მე-7 კლასში. პროექტის ფარგლებში ინერგება საპარლამენტო სწავლება. ამ კონკრეტულ საკითხზე ტრენინგები გაიმართა პარლამენტის წევრების ინიციატივით.
პროექტის ფარგლებში ჩართულია 50 სკოლა, რომელთაც დაევალათ დანერგათ სახელმძღვანელოში შეტანილი მასალები პრაქტიკაში, გასცნობოდნენ პარლამენის დაარსების ისტორიას, არჩევნების წესს, მიეტანათ მოსწავლეებამდე, ჩაეტარებინათ საჩვენებელი გაკვეთილი, რომელზე დასწრებაც იგეგმებოდა.
გვაჩვენეს მეტად საინტერესო მედიარესურსი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო, მოსწავლეებს წარმატება უსურვა, ასევე სიტყვით გამოვიდა გაეროს ერთ-ერთი წარმომადგენელი ისაუბრა დემოკრატიის როლზე, ღირებულებებზე, აქტიურ მოქალაქეებზე. მოსწავლეებს და პედაგოგებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ, აჩუქეს მაისურები პარლამენტის წარწერით. დაიგეგმა მრავალფეროვანი პროექტები, რომელშიც სავანეთის საჯარო სკოლაც იქნება ჩართული.
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეები კმაყოფილნი დაბრუნდნენ სახლში“,- წერს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.
იხილეთ ვიდეოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც