ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
12-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ვანის N1 საჯარო სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ტოლერანტობისა და ჰუმანიზმის განვითარებას. სკოლაში ყოველთვის აღინიშნება საქართვლოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები. მოსწავლეთა მონაწილეობით იმართება ღონისძიბები და პროექტები.
როგორც ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე აღნიშნავს, . ვანში, 9 აპრილის სკვერში, 9 აპრილი დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მისი სკოლის მოსწავლეებმაც და პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას.
„საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი“ - 9 აპრილი - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე.
ვანში, 9 აპრილის სკვერში, ამ დღისადმი გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც და პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას!
ღონისძიებას ესწრებოდნენ:ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ,ბატონი გოჩა ჭუბაბრია, ბატონი ვლადიმერ ხელაძე, კულტურის სამსახურის უფროსი ქალბატონი ირმა ცხვარაძე და ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის: ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის ქალაქ ვანის N1 საჯარო სკოლის II და IV კლასების დამრიგებლებს ელისო გერსამიას და ეკატერინე გეგუჩაძეს; პედაგოგებს ნატალია აბრამიძეს, თეონა ჯულაყიძეს,მადლენა ჯიშკარიანს და ნათია მერკვილაძეს; კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, გელა გამრეკლიძეს, ორგანიზატორს მაია მსხილაძეს. აგრეთვე, ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლესა და მშობელს.
დიდება გმირებს, დიდება საქართველოს“- აღნიშნულია დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.