სიახლეები
სიახლეები

„ჩაერთეთ izrune.ge-ში და გაიარეთ შემაჯამებელი ტესტები“ - გოჩა ტყეშელაშვილი კერძო სკოლების დირექტორებსა და მოსწავლეთა მშობლებს მიმართავს
12-04-2022
-
+


მოსწავლეების ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში მნიშვნელოვანია, რათა ბავშვები მუდამ ისწრაფვოდნენ გამარჯვებისთვის, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, მშობელს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია შვილის შესაძლებლობებისა და იმის შესახებ, თუ რამდენადაა იგი მზად კლასიდან კლასში გადასვლისთვის. izrune.ge კი უპრეცედენტო შესაძლებლობაა მოსწავლეებისა და მშობლებისთვის, შეიტყონ, რა მიმართულებით სჭირდება ბავშვს დახმარება.

სწორედ ამიტომ, „ეტალონის პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი, ვიდეოს საშუალებით, მიმართავს კერძო სკოლების ხელმძღვანელებსა და მოსწავლეთა მშობლებს და დეტალურად ხსნის, რატომ უნდა ჩაერთოს თითოეული მოსწავლე ისეთ მზრუნველ პროექტში, როგორიცაა izrune.ge:

„მოგმართავთ პასუხისმგებლიანი კერძო სკოლების ხელმძღვანელებს და კერძო სკოლების მოსწავლეების მშობლებს! მშობლებო, izrune.ge გაძლევთ საშუალებას, ნახოთ ობიექტური რეალობა, რა ისწავლეს თქვენმა შვილებმა სკოლაში... საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, თქვენ ხომ შვილების განათლებაში თანხას იხდით; პასუხისმგებლიანი კერძო სკოლების ხელმძღვანელები თავად მოუწოდებენ თავიანთ მოსწავლეებს, ჩაერთონ izrune.ge-ში და გაიარონ შემაჯამებელი ტესტები, რათა დაარწმუნონ მშობლები, რომ მათი შვილები შესატყვის განათლებას იღებენ და კიდევ, ყოჩაღ და მადლობა ყველას, ვინც izrune.ge-ს კონკურსში ჩაერთო! ამ კონკურსს მხოლოდ რამდენიმე მიზანი ჰქონდა: ბავშვის სითამამე და ერთმანეთის წარმატებით გულიანად გახარება-მხარდაჭერა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება