სიახლეები
სიახლეები

„სკოლა დაემსგავსა დასაქმების სოციალურ მოდელს, სადაც მნიშვნელოვანია, მასწავლებელი არ გავანაწყენოთ“ - მანანა რატიანი
19-04-2022
-
+


განათლების სპეციალისტმა, მანანა რატიანმა მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ცვლილებისას, პედაგოგთა ჩართულობა იყოს მაღალი; მით უმეტეს, რომ ხშირად ისმის - პროფესიული უნარების გამოცდა აცდენილია რეალურ საჭიროებებს, სამინისტრო კი მასწავლებლებს არ უსმენსო.

„მგონია რომ მთავარი, თანამედროვე განათლების პოლიტიკაში, არის მასწავლებლების ჩართულობა, განსაკუთრებით, როდესაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები მიიღება, დგინდება გამოცდების ფორმატი, რაც მათ პროფესიულ განვითარებაზე აისახება... სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვიღებთ ფორმალურ პროცესებს, სხვაგვარად წარმოუდგენელია, სამინისტრომ 60 ათასამდე მასწავლებლისგან მიღებული დოკუმენტაცია დაამუშავოს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ჩართულობა ფორმალობაა და მასწავლებლები ნაკლებად იღებენ განხილვებში მონაწილეობას  და ვინც მონაწილეობს, ისინი არიან ლოიალურები სამინისტროსადმი.

რაც შეეხება პრაქტიკოსებისთვის არაერთი შანსის მიცემას, ცოტა უცნაურია - სახელმწიფო ერთის მხრივ თანხებს დებს, რათა მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამები განვითარდეს და მეორეს მხრივ, სკოლებს ვუკეტავთ მასწავლებლებს, რომლებიც მომზადებულები არიან ახალი მეთოდოლოგიით და არ ვაძლევთ საშუალებას, დასაქმდნენ.

სამწუხაროდ, სკოლა დაემსგავსა დასაქმების სოციალურ მოდელს, სადაც ხარისხს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და დიდი ყურადღება ეთმობა, მასწავლებელი არ გავანაწყენოთ და გვყავდეს დასაქმებული“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

ვის დაუბრუნდება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა უკან - ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება