სიახლეები
სიახლეები

კერძო და საჯარო სკოლებს დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება განესაზღვრებათ
13-04-2022
-
+


პარლამენტი „ზოგადი განათლების“ კანონში  8 წლის წინ შეცვლილ ნორმას აბრუნებს - ცვლილება სასკოლო ასაკს ეხება, რომლის მიხედვითაც მომდევნო სასწავლო წლისთვის სკოლაში შესვლის უფლება იმ ბავშვებსაც ექნებათ, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 14 აპრილს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2014-2015 სასწავლო წელი ჩაითვალა გარდამავალ პერიოდად და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულ იქნენ ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებოდათ 6 წელი, ხოლო 2015-2016 სასწავლო წლიდან და ყოველი შემდგომი სასწავლო წლისათვის სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების დღეს.

ანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მხოლოდ მიმდინარე წელს, ვინაიდან საშუალოვადიან პერიოდში ხარჯი ისედაც იქნება გასაწევი.

კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლების მოპოვებას იმ პირისთვის, რომელსაც პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდება 6 წელი. სასკოლო ასაკის პირველ ოქტომბრამდე გადაწევის შემთხვევაში გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 2540 ერთეულით. შედეგად საჭირო გახდება როგორც კეძო, ასევე საჯარო სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება - 720.0 ათასი ლარის ოდენობით.

საჯარო სკოლებისათვის საჭირო გახდება სკოლების აღჭურვა დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით: 2540 ბუკი მოსწავლეებისთვის და 100 კომპიუტერი პირველი კლასის დამრიგებლისთვის - ერთეულის ღირებულებაა 800 ლარი - ბიუჯეტი 2,112.0 ათასი ლარი;

სახელმძღვანელოების კომპლექტი 2540 პირველკლასელისთვის - 101.6 ათასი ლარი;

პირველი საფეხურის მერხი და სკამი (2540 ერთეული) – 711.0 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის 2022 წელს აუცილებელი იქნება 3,644.6 ათასი ლარი (აღნიშნული ხარჯი გათვლილია საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სწავლის შემთხევევაში), რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებში.

კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან პირები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ სკოლადელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, სწავლას დაიწყებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწსებულებებში/სკოლებში. აღნიშნული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება ბავშვების რაოდენობაზე რომელთაც 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ ექვსი წელი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება