მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ბუზალაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის გამარჯვებულია.
თავად მოსწავლეს წარმატება ახარებს და აღნიშნავს რომ, შეძლო ის რაც დღემდე შეუძლებელი ეგონა. ის ახალგაზრდებს ურჩევს გამბედაობა მოიკრიბონ, იშრომონ და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.
„FLEX-ის გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია CENN-ის ბანაკში მივიღე. როგორც აღმოჩნდა, ასაკის მიხედვით მხოლოდ ერთი ცდის უფლება მქონდა. თავდაპირველად, არ ვაპირებდი მონაწილეობას, თუმცა გავბედე და მივხვდი, რომ ცდად ღირდა. ნერვიულობის ფაქტორი დავძლიე და მაქსიმალურად ვეცადე ჩემი ცოდნა, პიროვნება წარმომეჩინა. ამან შედეგი გამოიღო. შევძელი ის, რაც შეუძლებელი მეგონა.
ახლა, ძალიან ბედნიერი ვარ და ვურჩევ ახალგაზრდებს, გაბედონ ოცნება, დაისახონ მიზნები და იშრომონ, რადგან შეუძლებელი არაფერია“, - აღნიშნავს ლიკა ბუზალაძე.
ქისტაურის საჯარო სკოლა მოსწავლეს პროგრამაში გამარჯვებას ულოცავს და მომავალში უამრავ წარმატებას უსურვებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც