მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სკოლის მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილს გმირების უკვდავსაყოფად ამავე სკოლის ტერიტორიაზე ფიჭვის ნერგები დარგეს.
აქტივობა პროექტის „ცხოვრება გრძელდება“ ფარგლებში განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რა დროსაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედაა მიჩნეული.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
სწორი პასუხები და შეფასების სქემები ყველა საგანში - ეროვნულები 2024
სკოლაში კურსდამთავრებულებით ამაყობენ. ასევე განსაკუთრებულ მადლობას სკოლის პედგოგებს უხდიან, რომელთაც მოსწავლეთა განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...