მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცხრ ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებით მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, პატრიოტული ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს და ფოტოგამოფენა მოაწყვეს.
მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.
სკოლის დირექტორი თამრიკო ფიჩხულაშვილია.
„მადლობა თავისუფლებისათვის! 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. ეს არის დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში აერთიანებს ორ მნიშვნელოვან მოვლენას - 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც