მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N71 საჯარო სკოლა პროექტში - „ურბანული ბიომრავალფეროვნებისთვის მეგობრული სკვერების შექმნა სკოლის ეზოებში“ არის ჩართული.
სკოლა, თბილისში, კონკურსის წესით პროექტისთვის შერჩეულ ხუთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ირიცხება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არასამთავრობო ორგანიზაციის - „ბუნების კონსერვაცია საქართველო" პროექტის - „ურბანული ბიომრავალფეროვნებისათვის მეგობრული სკვერების მოდელის შექმნა“ გათვალისწინებული, პრაქტიკული კურსის მეოთხე ეტაპი წარმატებით წარიმართა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები წარმატებით განხორციელდა.
სკოლის ეზოში, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, დაირგო საქართველოს ველური ბუნებისთვის დამახასიათებელი მცენარეები: ჩიტავაშლა, კოლხური ბზა, ბაძგი, ცაცხვი, კოწახური, ძახველი, უთხოვარი და ა.შ. გამწვანებაში გამოყენებული მცენარეთა სახეობების უმეტესობა გამოირჩევა ნაყოფით, რომელიც ფრინველებისთვის ვარგისია ან ცხოველებისთვის ხელსაყრელ თავშესაფარ/საბუდარ ადგილს წარმოადგენს.
განთავსდა ჩიტის ბუდეები, საკვებურები, სახლი ციყვებისთვის და მწერების სასტუმრო.
„აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას, მათ გარშემო მცხოვრები, ხშირად, შეუმჩნეველი არსებების მიმართ, რომლებიც ურბანულ გარემოში განსაკუთრებით მოწყვლადები არიან.
ნერგები მოძიებულია ადგილობრივ მეწარმეთა სანერგეებში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). პროექტს ატარებს „ბუნების კონსერვაცია საქართველო“.
მადლობა თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, ნატო ინდუაშვილს, პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც