მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) დამალის საჯარო სკოლაში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება „ახალგაზრდები თანასწორობისთვის“ გამართა.
დამალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქალთა პრობლემებზე საქართველოს და მსოფლიოში. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ GDI -ის იურისტებთან ერთად ისაუბრეს ქალთა უფლებების ისტორიაზე მსოფლიოში და საქართველოში, ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
GDI -ის იურისტებმა დამსწრე საზოგადოებას გადასცეს ბროშურები: „ქალი და საკუთრება“ და „ქორწინება შენი უფლებაა“ ქართულ და სომხურ ენებზე და ასევე მსურველებს გაუწიეს იურიდიული კონსულტაცია სხვადასხვა საკითხებზე.
ღონისძიება გაიმართა პროექტის „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ახორციელებს USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity-ის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას, კერძოდ, ამ თემებში შემავალი ქალებისა და გოგონებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ