სიახლეები
სიახლეები

„მოვხსნათ ყველა რეგულაცია, სასწავლო გეგმა არ არსებობდეს“ - კომიტეტის თავმჯდომარის პასუხი დეპუტატს
14-04-2022
-
+


პირველკლასელთა რეგისტრაციის ასაკის ცვლილების კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი ამ საკითხის წყალგამყოფად 31 დეკემბერს მიიჩნევს, ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ იმ ბავშვების სკოლაში მიღებაზე, ვინც 1 ოქტომბრამდე გახდება 6 წლის.

კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ 31 დეკემბრით ჩამკეტის წელსვე შემოტანა სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სხვა ფინანსების დეფიციტის გამო ვერ მოხერხდა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა კი განაცხადა, რომ ეს შეზღუდვა კერძო სკოლებისთვის უნდა მოიხსნას:

„ბატონმა გიორგიმ განმარტა, კერძო სკოლებში იმიტომ არ შეიძლება 6 წლის ბავშვის მიღება, რომ საშუალება არ გვაქვს, იგივე მივცეთ საჯარო სკოლის მოსწავლეებსო… ანუ ჩვენ ბავშვები უნდა გავათანაბროთ შეზღუდვებში. ვიღაცას „ნაიკის“ ბოტასები რომ ჰქონდეს, არ შეიძლება, რადგან სხვას არ აქვს. ეს საშიში იდეოლოგიაა“.

ამის პასუხად, გიორგი ამილახვარმა განაცხადა: „არ აღიარებთ სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სასწავლო გეგმას, კითხვისნიშნის ქვეშ აყენებთ მთლიანად განათლების სისტემის რეგულირებას. ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით ერთი მარტივი მიზეზის გამო - თავადაც გიჭირთ თქვენივე იდეების დასაბუთება… საერთოდ მოვხსნათ ყველა რეგულაცია, სასწავლო გეგმა არ არსებობდეს, ვასწავლოთ ის, რაც გვინდა, აქ ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევთანხმდებით“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება