სიახლეები
სიახლეები

„60-ქულიანი ტესტი იყო, თუმცა გამოცდაზე უფრო მეტი იქნება მაქსიმალური ქულა“ - პედაგოგებს პრეტესტი შეაფასებინეს
16-04-2022
-
+


ზაფხულში წამყვანობისა და მენტორობის მსურველი პედაგოგებისთვის გამოცდა პირველად ჩატარდება; მიუხედავად იმისა, რომ ზღვარი და მაქსიმალური ქულეი უცნობია, მასწავებლების ნაწილმა პრესტესტი უკვე დაწერა და სოციალურ ქსელში არაერთი ინფროამცია ვრცელდება საკითხებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პედაგოგის პოსტს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„წარმოგიდგენთ ჩემეულ ნარატიულ (წერილობით) პრეტესტის მიმოხილვას: პრეტესტი შედგებოდა 34 დავალებისგან, სულ 60-ქულიანი ტესტი იყო, თუმცა გამოცდაზე უფრო მეტი იქნება მაქსიმალური ქულა.

ტესტში შედიოდა დახურულდაბოლოებიანი (ტესტური 27 შეკითხვა, შესაბამისობა(2) და ღია დაბოლოებიანი (სიტუაციური) დავალებები. ტესტური დავალებები იყო როგორც მარტივი, ასევე საშუალო სირთულისა და რთულიც (დაახლოებით 10 შეკითხვა ჩემთვის რთული იყო): ტესტში შედიოდა საგამოცდო მასალიდან თითო საკითხი მაინც, იყო ეროვნული სასწავლო გეგმიდან, მდგრადი განვითარების მიზნებიდან, კომპლექსური დავალებიდან (მაგალითად, მოცემული იყო სავარაუდო პასუხებში 4 განსხვავებული კომპლექსური დავალება და ჩვენ უნდა გვეპასუხა, რომელი მათგანი შეიცავდა ცოდნის სამ კატეგორიას (დეკლარატიულ, პირობისეულსა და პროცედურულს, ასევე მოცემული იყო კომლექსური დავალების ოთხი ვარიანტი და რომელ ვარიანტში იყო ყველაზე მეტი აქტივობა გამოყენებული); კომპლექსური დავალებიდან სამი შეკითვა იყო ჩემს ვარიანტში: გადახედეთ მდგრადი განვითარების მიზნებს (ჩამოთვლილი 4 ვარიანტიდან უნდა შემოგვეხაზა, რომელი იყო ყველაზე მთავარი მიზანი - ეს გამიჭირდა ცოტა); მოცემული იყო სიტუაციები სასკოლო ცხოვრებიდან და უნდა მიგვეთითებინა, რომელი იყო მასწავლებლის ყველაზე ადეკვატური ან ყველაზე არაადეკვატური ქმედება (მაგალითად, მოცემული იყო სიტყვა „გრუმინგი“ - მასწავლებელმა არ იცოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა, მოსწავლეებმა ჩუმად ჩაიცინეს ამაზე, ამ სიტუაციის მიხედვით, რომელი იყო მასწავლებლის ყველაზე ადეკვატური ქმედება (მოეძებნა გუგლში, მოსწავლეებს უთხრა, რომ ხვალ განაგრძობდნენ ამ საკითხზე საუბარს და ყველაზე ადეკვატურად მივიჩნიე, ეთხოვა მოსწავლეებსისთვის, განემარტათ თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვა) - ეს კონკრეტულად, ციფრული მოქალაქეობის ლექსიკონიდან იყო.

რაც შეეხება ღია დაბოლოებებიან შეკითხვებს, იყო 4,8 და 12-ქულიანი კითხვები, არ იყო ფუნქციური წერა, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, სიტუაციურ დავალებებში, რომელიც ნიმუშებად დაიდო, სწორედ ასეთი დავალებები იყო, ერთი კვლევის ანგარიშს წარმოადგენდა და უნდა დაგვეწერა ორი შეცდომა, რაც დაუშვა მასწავლებელმა და მიგვეცა რეკომენდაციები; მეორე იყო კრიტიკული მეგობრის მიერ გაკვეთილის შეფასების სქემა, საიდანაც უნდა მიგვეთითებინა ჩატარებული გაკვეთილის ორი დადებით და ორი უარყოფითი მხარე, რა შდეგებს მოიტანდა ეს უარყოფითი მხარეები და მიგვეცა აქაც რეკომენდაციები,ასევე,შესასვლელი და გასასვლელი ბილეთებს შესახებ (4 ქულიანი), სადაც გვეკითხებოდნენ, დაასახელეთ ამ მეთოდის ერთი კონკრეტული აქტივობა და ერთი დადებითი მხარე მოცემული იყო ორი შესაბამისობა,ორივე მარტივი ბოლო ყველაზე „მსუყე“ დავალება იყო ერთ-ერთი კვლევის სტატისტიკური დიაგრამა, სადაც წარმოდგენილი იყო საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ციფრული მედიაწიგნიერების განვითარების ანალიზი. ჩვენ გვევალებოდა ამ დიაგრამის მიხედვით, წერილობითი დასკვნა წარმოგვედგინა და ბოლოს მიგვეცა რეკომენდაციები (მაგალითად, დიაგრამაში მაღალი ნიშნული ჰქონდა სოციალურ ქსელებს, ვიდეოთამაშებს ,გასართობ გვერდებს მხატვრულ ფილმებს,ხოლო დაბალი ნიშნული- ონაილბიბლიოთეკების გამოყენებას, ელექტრონულ ფოსტას, და საგანმანათლებლო ვებგვერდებში ძიებას ან კვლევას) და ბოლოს, უნდა შეგვეჯამებინა პრეტესტი კითხვარის მიხედვით, რაც ძალიან მომეწონა - გვითხრეს, რომ წარმოდგენილ რეკომენდაციებს აუცილებლად გაითვალისწინებს ექსპერტთა მოწვეული ჯგუფი.

პრეტესტით უკმაყოფილო არ ვარ დაახლოებით ათ შეკითხვაზე ვერ გავეცი პასუხი და ვარაუდით მოვხაზე, ტესტურ ნაწილში, რასაც აუცილებლად გავითვალიწინებ გამოცდამდე და ამ საკითხებს „ჩავუჯდები“ რაც შეეხება ღიადაბოლოებიან დავალებებს, ვწერე და ვწერე, აი,თუ რა დავწერე ამას თვის ბოლოსთვის გავიგებ და თქვენც გაგაგებინებთ იმიტირებული გამოცდის შედეგები რომ დაიდება წარმატებებებს გისურვებთ ყველას, ცდა ბედის მონახევრეაო ნათქვამია და და თქვენი ცდა აუცილებლად შეეცილება თქვენი ბედის ქალღმერთებს და თქვენი ბედის დაწერილ კანონებს შეაცვლევინებს“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება